Thursday, July 17, 2014

„ფოლკსვაგენი“ „ბიტლ დიუნს“ 2016 წელს გამოუშვებს

Production VW Beetle Dune Coming in 2016; Unfortunately FWD Only
17 ივლისი
ბრიტანულ გამოცემა „ქარ მეგზინის“ ინფორმაციით, რომელიც „ბიტლის“ მარკეტინგის შეფ მათიას ზაუნერისგან მიიღო, „ფოლკსვაგენის“ მმართველმა საბჭომ, კონცეპტუალურ მოდელ „ბიტლ დიუნის“ წარმოების გადაწყვეტილება მიიღო. ახალი ავტომობილის წარმოების დაწყება 2016 წელს არის დაგეგმილი. „ბიტლ დიუნი“ როგორც ჰეჩბეკის, ასევე კაბრიოლეტის ძარებით დამზადდება. ყოველი მათგანის კლირენსი 50 მილიმეტრით გაიზრდება, კვალი კი 26 მილიმეტრით გაგანიერდება.
მაგრამ კლირენსის აწევის მიუხედავად, ეს არ იქნება ქროსოვერის ტიპის ავტომობილი და ის არც სრულ ამძრავიანი სისტემით აღიჭურვება. იმავე ზაუნერის თქმით, განსხვავება ჩვეულებრივ „ხოჭოსა“ და ვერსია „დიუნს“ შორის ძირიტადად ვიზუალურია. აქცენტი სპორტულობაზეა გაკეთებული. ამასთან, ეს უნდა იყოს ავტომობილი გართობისთვის, დასვენებისთვის, ემოციებისთვის... მთავარია, რომ „დიუნი“ ლეგენდარული მოდელის ახალი ოჯახის წევრი გახდება.
მართალია, ვოლფსბურგელებმა სრულ ამძრავიან ტრანსმისიაზე უარი თქვეს, მაგრამ სამაგიეროდ, ავტომობილი დიფერენციალის ბლოკირების ელექტრონული სისტემით აღიჭურვება. ზაუნერი ამბობს, რომ ამ ავტომობილით, „ფოლკსვაგენი“ თავის ამერიკელ და ჩინელ მომხმარებლებს მარკეტინგულ ენაზე ეუბნება, რომ წინა ამძრავიანი „ხოჭოსაც“ შეუძლია ემოციური გარემოს შექმნა.
ამას კი ხელს ის გარემოებაც შეუწყობს, რომ „ბიტლ დიუნის“ ძრავების გამაში, სტანდარტული „ბიტლის“ საუკეთესო ძრავები შევა. მაგალითად, კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც გერმანულმა კომპანიამ დეტროიტის წლევანდელ მოტორ შოუზე გვიჩვენა, აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავით, რომელიც 207 ცხენის ძალას ავითარებს. მასთან კი 6-საფეხურიანი DSG გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული. ამ წყვილით, ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 7.3 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 227 კმ/სთ-ია.
„ქარ მეგზინის“ ინფორმაციითვე, „ბიტლ დიუნის“ ფასი, სტანდარტულ „ბიტლზე“ 2 800 გირვანქა სტერლინგით მეტი იქნება.

No comments:

Post a Comment