Ford Posts 39 Percent Sales Growth in China in
the First Five Months of 2014
23 ივნისი
16 ივნისი ოფიციალურად ითვლება „ფორდის“ დაბადების
დღედ. 1903 წლის სწორედ 16 ივნისს დაიწყო მუშაობა კომპანიამ, რომელმაც „ამერიკა
ბორბლებზე“ დააყენა. და სიმბოლურია, რომ ამ დღეს, კომპანიამ მსოფლიოს უდიდეს,
ჩინურ ბაზარზე, პირველ ხუთ თვეში, გაყიდვების არნახული, 39-პროცენტიანი ზრდის შესახებ
გამოაცხადა.
მარტო მაისში გაყიდვების მოცულობამ 93 323 ავტომობილი
შეადგინა, რაც 32-პროცენტიან ზრდას ნიშნავს. პირველ ხუთ თვეში კი გაყიდვებმა 461 473
ავტომობილი შეადგინ, რაც 39-პროცენტიანი ზრდაა. მასის გაყიდვებიდან 35 პროცენტი (71
981) მსუბუქი ავტომობილია. შედარებისთვის, ერთი წლით ადრე, ცისფერმა ოვალმა
ცისქვეშეთში 53 392 მსუბუქი ავტომობილი გაჰყიდა. ხუთ თვეში მსუბუქ ავტომობილებზე 347
547 გაყიდვა მოდის, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის გაყიდვებზე (238 100
ერთეული მსუბუქი ავტო) 46 პროცენტით მეტია.
ყველაზე მეტი მოთხოვნით ისევ „მონდეო“ და „ფოკუსი“
სარგებლობს. პირველის გაყიდვები 90 პროცენტით, 10 395 ავტომობილამდე არის გაზრდილი,
„ფოკუსის“ (რომელიც მსოფლიო ბესტ სელერია) შემთხვევაში კი ზრდამ „მხოლოდ“ 22
პროცენტი შეადგინა და გაყიდვებმა 33 341-ს მიაღწია. და როგორც ანალიტიკოსები
ირწმუნებიან, ჩინთში ამ და სხვა ავტომობილების პოპულარობას პიკისთვის ჯერ არ
მიუღწევია.
„ფორდის“ სამგზავრო ავტომობილების მწარმოებელმა
ერთობლივმა კომპანია „ჩანგან ფორდ ავტომობილმა“ მაისში 67 454 ავტომობილი გაჰყიდა, რაც 32 პროცენტით ზრდას ნიშნავს.
შედარებისთვის, შარშან მაისში ამ კომპანიის გაყიდვებმა 51 008 ავტომობილი შეადგინა.
ხუთ თვეში „ჩანგან ფორდის“ გაყიდვებმა 330 771 ავტომობილს მიაღწია, რაც 43 პროცენტით
მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის გაყიდვებზე.
ზრდა
აქვს „ფორდის“ კომერცული ავტომობილების მწარმოებელ ერთობლივ კომპანია „ძიანლინ
მოტორს კორპორეიშნს“, რომელმაც მაისში 25 პროცენტით მეტი, 21 342 ავტომობილი
გაჰყიდა.
No comments:
Post a Comment