Thursday, June 26, 2014

„ფოლსვაგენ ხოჭო“ რალიქროსისთვის

544HP VW Beetle GRC Rallycross Car is One Angry Bug
26 ივნისი
„ფოლკსვაგენმა“ და „ანდრეტი ავტოსპორტმა“ დაასრულეს რალიქროსისთვის სპეციალურად მომზადებული სარბოლო „ბიტლGRC-ის“ შემუშავების და სრულყოფის პროცესი და ის საზოგადოებას წარუდგინეს. ამ ავტომობილით, გერმანული კომპანიის პარტნიორი სახელოვანი ამერიკული ავტოსპორტული გუნდი, თავის ამერიკელ პილოტებთან, ტანერ ფაუსტთან და სკოტ სპიდთან ერთად, „რედ ბულ გლოუბლ რალიქროსის“ ჩემპიონატში იასპარეზებს.
სარბოლი „ხოჭო“ აღჭურვილია ოთხცილინდრიანი 1.6-ლიტრიანი TSI ტურბო ძრავით, რომელიც 544 ცხენის ძალას ავითარებს. ძრავთან წყვილში მუშაობს 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი, რომლის მიერ გადამუშავებული მამოძრავებელი ძალაც, სრულ ამძრავიანი ტრანსმისიით, ოთხივე წამყვან ბორბალს, წინა და უკანა, გაზრდილი ხახუნის დიფერენციალით უნაწილდება.
ამჟამად „ანდრეტი ავტოსპორტი“ რალიქროსის ჩემპიონატში „ფოლკსვაგენ პოლოთი“ ასპარეზობს, რომელიც რალის მსოფლიო ჩემპიონატისთვისაა მომზადებული და არა მოკლე ქროსის რბოლებისთვის. შეგახსენებთ, რომ უკვე ორი სეზონია, „პოლო“ რალის მსოფლიო ჩემპიონტზე დაუმარცხებელი მანქანაა. რაც შეეხება „ბიტლGRC-ს“, ის მესამე თაობის „ხოჭოს“ ბაზაზე, სპეციალურად რალიქროსის რბოლებისთვისაა შემუშავებული.
„რალიქროსში „პოლომაც“ დაამტკიცა, რომ ძალიან კონკურენტუნარიანი მანქანაა. ახლა კი მოუთმენლად ველით ტრასაზე იმ მანქანის გამოყვანას, რომელიც სპეციალურად, რალიქროსისთვის შევქმენით. მე მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როდესაც ჩემს 34 ნომრიანი მანქანის საჭეს მივუჯდები. სერიაში ამაზე მომხიბვლელ მანქანას სხვას ვერ ნახავთ“, - ამბობს ფ1-ის ყოფილი პილოტი, ამერიკელი სკოტ სპიდი.
ავტომობილის შენელებას მძლავრი, ოთხცილინდრიანი სამუხრუჭე მექანიზმები უზრუნველყოფს, რომლებსაც წინ 355-მილიმეტრიანი, უკან კი 299-მილიმეტრიანი დისკოები ემსახურება. Beetle GRC 17-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც Yokohama-ს წარმოების 240/64 ზომის რეზინით აღიჭურვა. ავტომობილის წონა 1210 კილოგრამია და მას ადგილიდან ასის აკრეფა 2.1 წამში შეუძლია.

No comments:

Post a Comment