Thursday, June 26, 2014

„ტოიოტამ“ ფიჭურელემენტიანი სედანი გაგვაცნო

Toyota Reveals New Fuel Cell Sedan, Starts from $68,690 in Japan
26 ივნისი
უკვე ოც წელზე მეტია, რაც „ტოიოტა“ წყალბადის ფიჭური ელემენტების ტექნოლოგიის ათვისებაზე მუშაობს. იაპონურმა კომპანიამ 2002 წელს, ამერიკასა და იაპონიაში, ასეთი ელემენტებით აღჭურვილი ავტომობილების მცირე რაოდენობით ლიზინგით გაცემაც კი დაიწყო. მაგრამ მასობრივი წარმოებისთვის მაშინ შესაბამისი არც ინფრასტრუქტურა არსებობდა და არც ტექნოლოგიები.
თუმცა, „ტოიოტა“ არ დანებდა და მუშაობა გააგრძელა, რაც სასურველ შედგს მალე მოუტანს. იაპონურმა კომპანიამ წარმოებისთვის მოამზადა ფიჭურელემენტიანი სედანი FCV, რომელიც ამავე სახელის მქონე, იმავე ტიპის კონცეპტუალური ავტომობილის ბაზაზე შეიქმნა და რომლის წარმოებაც მომავალ წელს დაიწყება. პირველად ის იაპონურ ბაზარზე გამოვა, შემდეგ კი - ამერიკასა და ევროპაშიც.
როგორც „ტოიოტა“ ირწმუნება, ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი ავტომობილი იმდენად დაიხვეწა, რომ თავისი მახასიათებლებით და დინამიკით, ის ახლოსაა შიდაწვისძრავიან ავტომობილებთან. ჩვეულებრივ ელექტრომობილებს კი სვლის სიშორით სჯობნის - ერთი გაწყობით 700 კილომეტრამდე გავლა შეუძლია. ამასთან, წყალბადით მის გაწყობას დაახლოებით სამი წუთი ჰყოფნის. თანაც, მუშაობისას მხოლოდ წყლის ორთქლს გამოჰყოფს.
იაპონიაში ფიჭური ელემენტით აღჭურვილი სედანი „ტოიოტა FCV“ 7 მილიონი იენი ეღირება, რაც ახლანდელი კურსით, დაახლოებით 68 690 დოლარია.

No comments:

Post a Comment