Wednesday, June 11, 2014

ნიუი შესაძლოა ამერიკის თასის პროექტში ჩაერთოს

Newey 'keen' to join $130m America's Cup bid
11 ივნისი
სახელოვანი ბრიტანელი აფროსანი სერ ბენ ეინსლი აღიარებს, რომ შესაძლოა ფ1-ის საუკეთესო ინჟინერი ედრიან ნუი, მის ახალ პროექტში ჩაერთოს, რომელიც საკუთარი იახტით ამერიკის თასზე ასპარეზობას ისახავს მიზნად. ნიუიმ ახლახანს ახალი კონტრაქტი გააფორმა „რედ ბულთან“, რომლისთვისაც 2015 წლის სეზონისთვისაც მოამზადებს ბოლიდს, შემდეგ კი სხვადასხვა პროექტებში ჩაერთვება და პარალელურად, ფ1-ის შემდგომი მანქანების პროექტირებისას, გუნდს კონსულტაციებს გაუწევს.
ნიუი მუდმივად უკმაყოფილოა იმით, რომ ფ1-ში ინჟინრულ აზროვნებას ყოველთვის ზღუდავენ რეგლამენტით. იმავდროულად, ის ყოველთვის აღიარებს, რომ აფროსანი იახტების პროექტირება მისი გატაცებაა და აინსლისთან ახლო ურთიერთობაც აქვს. სერ ბენი ამერიკის თასის 2017 წლის რეგატაში, იახტა „ბრიტიშ ჩელენჯით“ აპირებს მონაწილეობას და ამ კამპანიაში, რომელიც 130 მილიონ დოლარადაა შეფასებული, სწორედ ნიუის მიწვევას ცდილობს.
„ადრიანთან რამდენიმე საინტერესო საუბარი მქონდა. ის ამერიკის თასის რეგატით დაინტერესებულია, რაც ჩვენთვის ძალიან კარგია. ფორმულა ერთში ჯერაც ბევრი ვალდებულება აქვს. ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეეწყობა ჩვენს გუნდს“, - გამოცემა „გარდიანთან“ საუბრისას ამბობს ეინსლი.
სხვათა შორის, ნიუის მონაწილეობა ამერიკის თასზე შესაძლოა შეთანხმებულია „რედ ბულთან“ გაფორმებულ ახალ კონტრაქტში, რომლის მიხედვითაც, სახელოვან ინჟინერს სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროექტებში მონწილეობის უფლება ეძლევა. უფრო მეტიც, ამ პროექტში შესაძლოა ავსტრიული კომპანიაც ჩაერთოს, რომლის მთავარი მიზანიც, ფ1-ის კონკურენტი გუნდებისთვის ნიუის „დამალვაა“. შესაძლოა, სწორედ ამერიკის თასში მონაწილეობის უფლება იყო ის მთავარი მიზეზი, რომლის გამოც მან „ფერარის“ ძალიან ხელსაყრელ შეთავაზებაზე უთხრა უარი.
„იახტის დიზაინს მთლიანად აეროდინამიკა და ჰიდრავლიკა განსაზღვრავს. ამიტომ, ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები ფორმულა ერთის გუნდებთან“, - რადიო ბიბისისთან საუბრისას ამბობს ეინსლი და დასძენს, რომ ნიუის შეუძლია, დაეხმაროს ბრიტანულ გუნდს ამერიკის თასის მოგებაში.

No comments:

Post a Comment