Thursday, June 19, 2014

„ლენდ როვერ დისქავერის“ მცირე განახლებები ჩაუტარდება

Land Rover Discovery Gets Subtle Updates for 2015 Model Year
19 ივნისი
მალე „ლენდ როვერი“ უახლეს „დისქავერის“ გამოუშვებს, რომელიც ცალკე ოჯახად ყალიბდება და ძველ ტრადიციებს ახალი მიდგომით გააგრძელებს. ამ ოჯახის პირველი წევრი, სახელად „დისქავერი სპორტი“, კონვეიერზე მომავალ წელს დადგება, მანამდე კი ბრიტანული კომპანია ახლანდელ „დისქავერის“ ამრავალფეროვნებს, რათა ბაზრიდან გაყვანის წინ, მისგან მაქსიმალური მოგება გამოწუროს. მითუმეტეს, ეს ავტომობილი ჯერაც სოლიდური პოპულარობით სარგებლობს.
მალე ბაზარზე „დისქავერის“ კიდევ ერთი, მინიმალურად შეცვლილი ვერსია გამოვა, რომელიც „ლენდ როვერმა“ უახლეს სპეც ვერსია „XXV სპეშლ ედიშნის“ ბაზაზე შეიმუშავა. ახალი ვერსია უფრო ფუფუნებისკენაა მიდრეკილი და შესაბამისი დეტალებითაც დაკომპლექტდა. ამ ეფექტს ქმნის „უინძორის“ ტყავის ორ ფერში (ებონი/სირუს) გამოწყობილი სავარძლები, ტყავშემოკრული საჭის რგოლი, შავი ლაკით შეღებილი ხის დეტალები და კიდევ არაერთი მსგავსი წვრილმანი.
„დისქავერის“ სპეც ვერსია 20-დუიმიან 5-გაყოფილწკირიან ბორბლებზე დგას, რომლებიც ალუმინისგანაა ნაჭედი და ვერცხლისფრადაა შეღებილი. ავტომობილის ფერებს სამი ახალი დაემატა - „არუბა“, „კაიკურა სტოუნი“ და „მონტალჩინ რედ“. მოგვიანებით, მყიდველს კიდევ ერთ ახალ ფერს შესთავაზებენ, რომელიც თეთრია და მოხსენიებულია, როგორც „იულონგი“.
რიგ ძირითად ბაზრებზე, „ლენდ როვერი“ მყიდველს სისტემა „ინკონტროლ TM“ აპლიკაციებს შესთავაზებს, რომელიც არსებულ ინფოტაინმენტ სისტემას დაერთვება და ავტომობილის კავშირის უნარს გააუმჯობესებს. ახალი სისტემა, მფლობელის ავტომობილს სმარტფონთან თავსებადობის უნარს შესძენს და მისით სარგებლობა სენსორული ეკრანიდან იქნება შესაძლებელი.
განახლებული „დისქავერის“ ძრავების გამა უცვლელია. მასში შედის ბენზინის 3.0-ლიტრიანი V6, რომელიც მექანიკური დამჭირხნის დახმარებით, 340 ცხენის ძალას იძლევა, დიზელის 3.0-იტრიანი TDV6 211 ცხენის ძალით და დიზელისვე 3.0-ლიტრიანი SDV6, რომლის სიმძლავრეც 256 ცხენის ძალაა.

No comments:

Post a Comment