დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, June 23, 2014

ყველაზე მსუბუქი როდსტერი მსოფლიოში?

Elemental RP1 sports car revealed ahead of Goodwood debut
23 ივნისი
შესაძლოა, ასე არცაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ბრიტანულმა კომპანია „ელემენტალ ქარზმა“ ძალიან ეფექტური როდსტერი შეიმუშავა, რომელიც ერთდროულად, შეიძლება სატრეკო ავტომობილიც იყოს და საგზაოც. ავტომობილს „ელემენტალ RP1“ ჰქვია და სიმსუბუქის გარდა, წონისა და სიმძლავრის შესანიშნავი ფარდობითაც გამოირჩევა. ავტომობილი ისეა შემუშავებული, რომ ტრეკზე მისვლისას, მარტივი მანპულაციებით შეიძლება მისი სატრეკო ვერსიად გადაკეთება. ტრასაზე სიამოვნების მიღების შემდეგ კი ასევე მარტივად გადაკეთდება საგზაო ავტომობილად.

„ელემენტალ ქარზი“ მყიდველს ძრავების საკმაოდ ფართო არჩევანს სთავაზობს. მათ შორისაა „ფორდის“ წარმოების სერია ეკობუსტის ორი და ერთიც „ჰონდას“ მოტოციკლის ძრავი. პირველი ორი 1.0 და 2.0-ლიტრიანია, რომელთაგან უფრო მძლავრი მეორეა და ის 280 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. რაც შეეხება მოტოციკლის (მოდელი ფაირბლეიდი) აგრეგატს, მისი მოცულობა 999 კუბური სანტიმეტრია. სამივე შემთხვევაში, ძრავთან წყვილში კომპანია „ჰიულენდის“ წარმოების 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი იმუშავებს.
ორადგილიანი ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 3 740 მილიმეტრი და სიგან 1 775 მილიმეტრი. სიმაღლეზე არაფერია ნათქვამი, თუმცა სავარაუდოდ, მეტრზე ნაკლები იქნება. ბორბლებს შორის ბაზა 2 525 მილიმეტრია. საკიდარში ყოველ ბორბალზე წყვილი ჩანგლისებრი ბერკეტია გამოყენებული. დრეკადი წყვილები კი „აიბახის“ ზამბარებისა და „ნიტრონის“ ამორტიზატორებისგან შედგება. მუხრუჭებში „კაპაროს“ ოთხცილინდრიანი სისტემებია გამოყენებული, რომლებიც 280-მილიმეტრიან დისკოებს ემსახურება. ავტომობილი ალუმინის 17-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც 235/45R ზმის საბურავებიუთაა შემოსილი.
„ელემენტალ RP1-ის“ მზიდი სტრუქტურა, კარბონის კომპოზიტისა და ალუმინისგან დამზადებული მონოკოკური სისტემაა, რომლის შემუშავებაც ნაწილობრივ ბრიტანეთის მთავრობის ტექნოლოგიის სტრატეგიის საბჭომ დააფინანსა. მონოკოკის ძირი და ის ნაწილები, რომლებზეც ავტომობილის კონსტრუქციის სხვა ნაწილები მაგრდება, ალუმინისგანაა დამზადებული.
მონოკოკის წინა ტორსზე წინა სუბ-ჩარჩო მაგრდება, რომელიც წინა დაკიდების სისტემას და საჭის მექანიზმს მოიცავს. უკანა ტორსი კი იმგვარადაა შემუშავებული (კომპანიის განმარტებით, კასეტური სტილისაა), რომ მასზე სხვადასხვა ზომის და კონსტრუქციის ძრავის გრძივად და განივად დამაგრება იყოს შესაძლებელი. ამასთან, უცვლელი რჩება ტრანსმისია და უკანა საკიდარის გეომეტრია.
სავარაუდოდ, „ელემენტალ ქარზი“ თავისი პირველი ავტომობილის წარმოებას მომავალ წელს დაიწყებს.

No comments:

Post a Comment