Monday, June 16, 2014

შუმახერი კომიდან გამოვიდა

Michael Schumacher no longer in a coma, leaves Grenoble hospital
16 ივნისი
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი კომტოზურ მდგომარეობაში აღარ იმყოფება და მან უკვე დატოვა გრენობლის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, სადაც მკურნალობას გადიოდა. ლეგენდარულმა გერმანელმა კომაში თითქმის ექვსი თვე გაატარა და ამ დროის განმავლობაში, რამდენჯერმე მისი დაღუპვის შესახებაც კი გავრცელდა ინფორმაცია.
შუმახერის კომიდან გამოსვლის შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა, თუმცა არ არსებობს ცნობა იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება პაციენტი. თუმცა, მისი ოჯახის განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მიხაელის მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება.
„მიხაელმა დატოვა გრენობლის უნვერსიტეტის ჰოსპიტალი და ახლა რეაბილიტაციის ხანგრძლივ ფაზას იწყებს. ის კომაში აღარ იმყოფება. მის ოჯახს სურს, მადლობა გადაუხადოს მის მკურნალ ექიმებს, მედდებს და ფიზიოთერაპევტებს და მათ, ვინც მას მომხდარის ადგილზე პირველი დახმარება აღმოუჩინა. ყველა მათგანმა პირველ თვეებში შესანიშნავად იმუშავა. ოჯახს ასევე სურს, მადლობა გადაუხადოს ყველა იმ ადამიანს, ვინც მიხაელს გამოჯანმრთელებას უსურვებდა. დარწმუნებულნი ვართ, ეს მიხაელს ძალიან დაეხმარა. მომავლისთვის, გვინდა აგიხსნათ, რომ რეაბილიტაციის პროცესი საზოგადოებრივ თვალს მოშორებული იქნდება“, - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.
ადგილი, სადაც შუმახერს სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტარდება, გასაიდუმლოებულია და მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ალბათ დიდხანს აღარ იქნება ხელმისაწვდომი.

No comments:

Post a Comment