Friday, May 16, 2014

ფორმულა E-ს პირველი ათი ბოლიდი გუნდებს ჩაბარდა

First 10 Formula E Race Cars Delivered To Teams
16 მაისი
ახლოვდება ეკოლოგიურად სუფთა სარბოლი სერიის, ფორმულა E-ს პირველი სეზონის სტარტი. ავტოსპორტი და მისი მმართველი ორგანიზაცია - საერთაშორისო საავტომობილო ფედრაცია (FIA), ფეხს უბამს საავტომობილო ინდუსტრიის მთავარ და ყველაზე მძლავრ ტრენდს - ელექტრიფიკაციას და ამაში არაერთი სახელოვანი ადამიანია ჩართული, მათ შორის, ფ1-ში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ალენ პროსტი, ჰოლივუდის სუპერ ვარსკვლავი ლეონარდო დი კაპრიო, ამერიკული ავტოსპორტის ვარსკვლავი მაიკლ ანდრეტი, მილიარდერი რიჩარდ ბრენსონი და სხვა. ამასთან, რბოლებში მონაწილეობას ფ1-ის ყოფილი პილოტები მიიღებენ.
რაც მთავარია, უკვე დამზადდა პირველი ათი ბოლიდი - ფორმულა E სპარკ რენო SRT_01E, რომლებიც გუნდებს უკვე გადაეცა. ჯერჯერობით, რეგისტრაცია 10 გუნდს (თითოეულის შტატში 150-ზე მეტი თანამშრომელი შევა) აქვს გავლილი, თუმცა მომდევნო სეზონიდან მათი რიცხვის გაზრდაა მოსალოდნელი. თითოეულ გუნდში 2 პილოტია, რომლებიც რბოლებისას 2-2 ბოლიდს გამოიყენებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ ელემენტების ტევადობა საკმარისი არაა იმისათვის, რომ რბოლის დისტანციის სრულად გავლა მოხერხდეს. ამიტომ, პიტ სტოპზე პილოტი მეორე მანქანაზე გადაჯდება.
ელექტრონული ფორმულას მანქანის სიჩქარე 250 კმ/სთ-ზე მეტია, ადგილიდან ასამდ აჩქარება კი 3.0 წამში შეუძლია. რბოლები დიდი ქალაქების ქუჩებში ჩატარდება. ამის საშუალებას ის ფაქტორი იძლევა, რომ ელექტრო ძრავი უხმაუროდ მუშაობს. პირველი სეზონის კალენდარში მხოლოდ 10 ეტაპი შეიტანეს და მას სექტემბერში პეკინის რბოლა გახსნის. წინასასეზონო ტესტები კი დონინგტონ პარკის (ბრიტანეთი) ტრეკზე, 3 ივლისს დაიწყება.
ფორმულა E-ს პირველი სეზონი სტარტს 13 სექტემბერს, პეკინში აიღებს.

No comments:

Post a Comment