Monday, May 5, 2014

ახალი „დიფენდერი“ – „მყარი და საიმედო“

New Land Rover Defender Family's Models will be "Rugged and Attainable”
5 მაისი
ნიუ იორკის ავტო შოუს დროს, „ლენდ როვერის“ დიზაინის დირექტორმა ჯერი მაკგოვერნმა ახალი „დიფენდერის“ სტილის შესახებაც ისაუბრა. უკვე ცნობილია, რომ ახალი „დისქავერის“ მსგავსად, ახალი „დიფენდერიც“ აღარ იქნება ცალკე მდგარი მოდელი და ამ სახელის ქვეშ, მოდელების ახალი ოჯახი გაერთიანდება, რომელთა მთავარი თვისებაც, ყველგანმავლობა იქნება.
გამოცემა „ქარ ენდ დრაივერთან“ საუბრისას, მაკგოვერნმა განაცხადა, რომ ძალიან ინერვიულებდა, თუ ახლანდელი „დისქავერის“ მფლობელთა უმეტესობას, კონცეპტუალური „დისქავერი ვიჟნი“ მოეწონებოდა. მისი თქმით, ეს მოდელი ვითარდება, რაც შესაძლოა ბევრს არ მოეწონს, თუმცა უფრო მეტ ახალ მყიდველს მოიზიდავს. „დიფენდერზე“ კი ის კონცეპტუალური მოდელები (ფოტოზე) ახსენა, რომლებიც მისმა კომპანიამ ორი წლის წინ გაგვაცნო. ოღონდ, იმ კონტექსტში, რომ ახალ „მცველი“ მათი მსგავსი არ იქნება. ის ამბობს, რომ ახალი ავტომობილი, მნახველში სიმყარის შეგრძნებას გამოიწვევს.
და რაც მთავარია, „დიფენდერი“ აუცილებლად შეინარჩუნებს ძველ ღირებულებებს, როგორებიცაა გამძლეობა და სიმყარე. ეს იქნება საკმაოდ ხელმისაწვდომი ავტომობილი, რომელიც შორსაა ფუფუნებისგან. ეს ის ძირითადი თვისებებია, რომლებმაც ძველ „დიფენდერს“ პოპულარობა მთელს მსოფლიოში მოაპოვებინა. ამასთან, წარსულს ჩაბარდება ასკეტური ფორმები.
დაბოლოს, ახალი „დიფენდერის“ უშუალო კონკურენტად მაკგოვერნმა „ჯიპ ვრანგლერი“ დაასახელა. მან ასევე თქვა, რომ ყურადღებით დააკვირდება „ჯიპის“ უახლეს სუბკომპაქტურ „რენეგეიდს“, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ ამერიკის ბაზარზე პირველად სწორედ ნიუ იორკში წარადგინა. არაა გამორიცხული, რომ პატარა „დიფენდერი“, რომელსაც „ლენდ როვერი“ „ლენდის“ სახელით გამოუშვებს, სწორედ „რენეგეიდთან“ კონკურენციამ მოუწიოს.

No comments:

Post a Comment