Tuesday, May 27, 2014

ბატონი: კანადაში ჰამილტონი მიუწვდომელი იქნება

Jenson Button feels an unhappy Lewis Hamilton will be 'untouchable' in Canada
27 მაისი
ჯენსონ ბატონი დარწმუნებულია, რომ ლუის ჰამილტონს კანადურ ეტაპზე ვერავინ გაუწევს წინააღმდეგობას. და ამის მიზეზი ისაა, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი გაბრაზებულია. ალბათ ბევრი ახსნა არ უნდა იმას, თუ რამ და ვინ გააბრაზა ჰამილტონი. ის თვლის, რომ ნიკო როსბერგმა კვალიფიკაციაზე გამიზნულად დაუშვა შეცდომა, რამაც რბოლის შენელება და მისი სწრაფი წრის გაფუჭება გამოიწვია.
ბატონი და ჰამილტონი „მაკლარენში“ სამი სეზონი იყვნენ თანაგუნდელები და ის კარგად იცნობს თავის თანსმემამულეს. ბატონი ამბობს, რომ როცა ჰამილტონი უკმაყოფილოა, ის ძალიან სახიფათო მეტოქე ხდება. უფრო მეტიც, ყოველი პრობლემის გადალახვის შემდეგ, ლუისი უწინდელზე ძლიერი და მონდომებულია ხოლმე.
„ნიკომ ეს გამიზნულად გააკეთა, თუ არა, ლუისი თვლის, რომ ის სწორედ ასე მოიქცა. ასე ხდება, როცა შენ და შენი თანაგუნდელი ჩემპიონობისთვის იბრძვით. ამიტომ, კანადაში უფრო მონდომებულსა და სწრაფ ლუისს ვნახავთ. მახსოვს, როცა ლუისს და მე რბოლისას დაძაბული ბრძოლა გვქონდა, ან რამე პრობლემა წარმოიქმნებოდა ჩემთან, ან გუნდთან, ის საშინელ რბოლას ატარებდა, მაგრამ შემდეგ რბოლაში მანადგურებდა. ისეთი ძლიერი იყო ხოლმე, როგორც არასდროს“, - ყვება ბატონი.
ჯენსონი 2012 წლის სეზონს იხსენებს, როცა ბელგიაში, მანქანის მომზადებისას დაშვებული შეცდომის გამო, კვალიფიკაცია მერვე ადგილზე დაასრულა. თავად ბატონმა კვალიფიკაციაც მოიგო და რბოლაც. სამაგიეროდ, შემდეგ ეტაპზე, იტალიაში, სამიდან ორ პრაქტიკაზე უსწრაფესი იყო, მერე კი კვალიფიკაციაც მოიგო და რბოლაც.
„სპაში ისე მოხდა, რომ ჩვენი მანქანები განსხვავებულ ჩაჭიდებაზე მომართეს. მას ეს არ მოეწონა. შემდგ რბოლაში კი გაიმარჯვა. ლუისს სიტუაციის შემობრუნება შეუძლია. ის სუპერ მრბოლია. ის ძალიან სწრაფია და ტრეკის ნებისმიერ წერტილში იბრძვის. მასზე არაფერი ჭრის. უპირველესად, მას ემოციური ხასიათი აქვს, ბევრ რამეს მტკივნეულად აღიქვამს, მაგრამ ყოველთვის უწინდელზე ძლიერი ბრუნდება. ცუდი რბოლის შემდეგ, ყოველთვის უფრო ძიერია. ასევე იქნება კანადაშიც. ალბათ, კანადაში მიუწვდომელი იქნება. თანაც, მას იქაური ტრეკი მოსწონს“, - დასძენს ბატონი.
ცნობისათვის, თავისი პირველი პოული ჰამილტონმა სწორედ კანადაში მოიპოვა 2007 წელს. შემდეგ კი ეს რბოლა ორჯერ მოიგო.

No comments:

Post a Comment