Tuesday, May 13, 2014

„ფორდ ფიესტა“ კვლავ ევროპის ყველაზე გაყიდვადი სუბკომპაქტია

Ford Fiesta Europe’s Best-Selling Small Car in First Quarter of 2013
13 მაისი
„ფორდ ფიესტა“ კვლავაც ინარჩუნებს ევროპის ყველაზე გაყიდვადი სუბკომპაქტური ავტომობილის სტატუსს. პირველი კვარტლის განმავლობაში, ამერიკულმა კომპანიამ ძველ კონტინენტზე 85 639 ცალი „ფიესტა“ გაჰყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ავტომობილს ევროპელები საშუალოდ ყოველ წუთნახევარში ყიდულობენ.
„ორი წელია, „ფორდ ფიესტა“ ევროპის ყველაზე გაყიდვადი პატარა ავტომობილია და მისი გაყიდვები კიდევ უფრო იზრდება. რაც დრო გადის, ის უფრო იმყარებს პოზიციებს. ბევრი მომხმარებელი, მაღალი სპეციფიკაციების მოდელებს ყიდულობს, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. მათ შორის, კავშირის სისტემა ფორდ SYNC-ით და წლის საუკეთესო ძრავად დასახელებული ეკობუსტის 1.0-ლიტრიანი ძრავით“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ მარკეტინგის, გაყიდვების და სერვისის დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტი როლანტ დე ვაარდი.
ცნობისათვის, წელს გაყიდული „ფიესტების“ 80 პროცენტი, ხმოვანი სიგნალით კონტროლირებადი „ფორდ SYNC“ კავშირის სისტემითაა აღჭურვილი. 47 პროცენტი უმაღლესი სპეციფიკაციის, „ტიტანიუმ“ მოდელია, 29 პროცენტს კი მამოძრავებელ ძალას ბენზინზე მომუშავე 1.0-ლიტრიანი ეკობუსტი ანიჭებს, რომელიც ზედიზედ ორჯერ დასახელდა წლის საუკეთესო ძრავად.
„ფიესტაზე“ მზარდი მოთხოვნის გამო, „ფორდმა“ თავის კიოლნის ქარხანაში მისი დღიური წარმოება 200 ერთეულით, 1 850 ავტომობილამდე გაზარდა. ამისათვის კი ქარხანას კვირაში ექვსი დღე უწევს მუშაობა. წლიური გადაანგარიშებით, პირველ კვარტალში „ფიესტას“ გაყიდვები 10 პროცენტით არის გაზრდილი.

No comments:

Post a Comment