Friday, May 30, 2014

ამ მანქანამ წყალზე 305 მეტრი გაიარა!

Watch 1,600HP Jeep Buggy Set a 1,001-Feet Hydroplanning World Record
30 მაისი
ასე ისლანდიაში ერთობიან. ბაგის ტიპის, სპეციალური ბორბლებით აღჭურვილი სარბოლი ავტომობილებით, წყალზე გავლაში ეჯიბრებიან ერთმანეთს და როგორც ჩანს, ამას საკმაოდ ბევრი მაყურებელიც ჰყავს. შეჯიბრის (ფორმულა ოფროუდი ჰქვია) არსი მარტივია - ვინ უფრო მეტ მანძილს გაივლის წყლის ზედაპირზე.
ამ საქმეში ყველაზე მაგარი კი გუდბიორნ გრიმსონი ყოფილა, რომელმაც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, წყალზე მანქანის გავლის მსოფლიო რეკორდი (ალბათ ასეთი თავშესაქცევი სხვა ქვეყნებშიცაა გავრცელებული?..) დაამყარა - წყალზე 1001 ფუტი (დაახლოებით 305 მეტრი) გაიარა.
მისი ბაგი „ჯიპის“ ბაზაზეა აგებული, მაგრამ „ფორდის“ წარმოების 7.4-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც, კომპანია „ნელსონ რეისინგის“ ინჟინრებმა 1 600 ცხენის ძალამდე გაზარდეს. რეკორდული 305 მეტრი გრიმსონმა 87 კმ/სთ საშუალო სიჩქარით გაიარა...

ვიდეო

No comments:

Post a Comment