Sunday, May 11, 2014

„ფერარი“ 15 მილიარდი დოლარი ღირს, მაგრამ არ იყიდება

Ferrari may be worth $15 billion, but it's not for sale
11 მაისი
„ფიატ კრაისლერ ავტომობილზის“ მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე, თავისი ჯგუფის ბრილიანტს, იტალიურ კომპანია „ფერარის“ 15 მილიარდ დოლარად აფასებს და ამბობს, მისი გაყიდვა არც იგეგმება და ის არც არასდროს გაიყიდება. მარკიონეს ამ ნათქვამს სააგენტო დეტროიტ ფრი პრესი ავრცელებს.


მარკიონე ამბობს, რომ მცდარია უოლ სტრიტის შეფასება, რომელიც იტალიურ კომპანიის ფასად 4.6-7.5 მილიარდ დოლარს აცხადებს. ის ამბობს, რომ თუ „ფერარი“ ავტომობილების წარმოების წლიურ მოცულობას 10 000-ზე მაღლა აიყვანს და ახალ ბაზრებზე შევა, მისი საბაზრო ღირებულება მინიმუმ გაორმაგდება. მაგრამ ეს ეწინააღმდეგება კომპანიის მთავარ სტრატეგიას, რომელიც წარმოების მოცულობის ერთ დონეზე შენარჩუნებას და შემცირებასაც კი ითვალისწინებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მარანელოელები თავიანთი ბრენდის ექსკლუზიურ იმიჯს უფრთხილდებიან.
ახალი გეგმის შესაბამისად, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, „ფერარი“ ყოველწლიურად მინიმუმ თითო ახალ და განახლებულ ავტომობილს გამოუშვებს. ყოველი ახალი ავტომობილის სასიცოცხლო ციკლი ოთხი წელი იქნება, რის შემდეგაც მას განაახლებენ. ამის შემდეგაც, გავა კიდევ ოთხი წელი, სანამ ბაზარზე ახალი თაობის შემცვლელი გამოვა.

ეს წესი არ ეხება ექსკლუზიურ ავტომობილებს, როგორიცაა „ლაფერარი“. ასეთი ავტომობილების სასიცოცხლო ციკლი ათი წელია. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ „ლაფერარი“ მსოფლიო პრემიერაზე უკვე სრულად გაყიდული გაგვაცნეს - რას იზამ, მსოფლიოში საკმარისზე მეტია ისეთი ადამიანი, ვისაც ასეთი ავტომობილის შეძენა შეუძლია. უფრო მეტიც, მარანელოელთა სიამაყის შეძენის უფლება მხოლოდ მათს ერთგულ მყიდველს აქვს. ასე რომ, დღეიდან კიდევ ცხრა წელი მოგვიწევს ლოდინი, სანამ „ლაფერარის“ შემცვლელს ვიხილავთ და თუ ამ ათ წელიწადში, „ფერარისგან“ ხუთ სხვა ავტომობილსაც შეიძენთ, მაშინ „ლაფერარის“ შემცვლელის ყიდვის შანსიც გაგიჩნდებათ.

No comments:

Post a Comment