Friday, April 11, 2014

FIA-მ ამერიკულ გუნდს მწვანე შუქი აუნთო

FIA accepts Haas team entry, considers Forza Rossa
11 აპრილი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) დააკმაყოფილა ამერიკულ გუნდ „ჰაასის“ თხოვნა, ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატში ჩართვასთან დაკავშირებით. ამერიკულ გუნდს უფლება აქვს, მომავალი სეზონიდან დიდი პრიზების ცირკის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. გარდა ამისა, FIA მეორე გუნდის საკითხსაც განიხილავს.

ეს გადაწყვეტილება, ფედრაციის მოტორ სპორტის მსოფლიო საბჭომ მაროკოში ჩატარებულ შეხვედრაზე მიიღო. „ჰაასის“ დამაარსებელი და მფლობელია ამერიკელი ბიზნესმენი ჟენე ჰაასი, რომელიც საკუთარი გუნდით ნასქარ-ის სერიის რბოლებშიც ასპარეზობს. მისი განაცხადი წინასწარ მოიწონა ფ1-ის კომერცულ უფლებათა მფლობელმა ბერნი ეკლსტოუნმა, რის შემდეგაც, FIA-ს გადაწყვეტილება უბრალო ფორმალობა იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ბერნის კიდევ ერთი გუნდისთვის აქვს მწვანე შუქი ანთებული. აქამდე ამ გუნდის სახელი არავინ იცოდა. მაროკოს შეხვედრის შემდეგ კი გაირკვა, რომ მას „ფორცა როსა“ ჰქვია. თუ ამ გუნდსაც მისცემენ ფ1-ში ჩართვის უფლებას, მომავალი სეზონის რბოლების სასტარტო რიგში 26 ბოლიდს ვიხილავთ ხოლმე. ფ1-ის წესებით, რბოლებში მაქსიმუმ სწორედ 26 მანქანას შეუძლია მონაწილეობა. მოკლედ, რეალური შანსია იმისა, რომ სასტარტო რიგი სრულად ბოლო ოც წელიწადში პირველად შეივსოს.
სხვათა შორის, ამის შანსი 2010 წელსაც არსებობდა, მაგრამ მაშინ ახალი გუნდებიდან ყველამ ვერ შეძლო მინიჭებული ლიცენზიის გამოყენება. და გუნდი ამერიკული US F1 იყო, რომელმაც სეზონის სტარტამდევე განიცადა ფიასკო. სამაგიეროდ, პელოტონი სამმა გუნდმა შეავსო, ოღონდ ამჟამდ სამივეს სახელი შეცვლილი აქვს. უფრო სწორედ, „ისპანია რეისინგი“ გაუქმდა, „ლოტუსს“ სახელი „კატერჰემით“ შეეცვალა, „ვირჯინს“ კი - „მარუსიათი“. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს სახელი ალბათ მალე ისევ შეეცვლება, რადგან არსებობა შეწყვიტა მისმა მფლობელმა, სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა რუსულმა კომპანია „მარუსიამ“.

No comments:

Post a Comment