Saturday, April 5, 2014

ძველი „მუსტანგი“ გაყიდვებით „კამაროს“ და „ჩელენჯერს“ სჯობს

Outgoing Mustang Outsold the Camaro and Challenger in March
5 აპრილი
ახლანდელი „მუსტანგი“ მალე წარსულში დარჩება. ბაზარზე წლის ბოლოს გამოჩნდება ახალი „ცხენი“, რომელიც პირველად ამ ლეგენდარული მოდელის ისტორიაში, გლობალური ავტომობილი გახდება. ანუ, ის მთელს მსოფლიოში, ოფიცალური არხებით გაიყიდება. თითქოს, ახლის მოლოდინში, ძველი მოდელის გაყიდვები უნდა შემცირებულიყო, მაგრამ მარტში პირიქით მოხდა - „მუსტანგმა“ გაყიდვებით უკან მოიტოვა თავისი ორივე მთავარი კონკურენტი - „შევროლე კამარო“ და „დოჯ ჩელენჯერი“.
კერძოდ, მარტში ამერიკის ბაზარზე 9 305 ცალი „მუსტანგი“ გაიყიდა, რაც 21 პროცენტით სჭარბობს შარშანდელი მარტის გაყიდვების მაჩვენებელს. შედარებისთვის, „შევროლე კამარო“ 8 624-მა ადამიანმა შეიძინა, „დოჯ ჩელენჯერი“ კი მხოლოდ 4 882 ცალი გაიყიდა. პირველი სამი თვის გაყიდვების მაჩვენებლითაც, „მუსტანგი“ ლიდერია. ის უკვე 19 596 ცალია გაყიდული. უფრო მეტიც, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შოურუმებში ახალი „მუსტანგის“ გამოჩენის მოახლოებასთან ერთად, ძველზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.
მიმომხილველთა ვარაუდით, „შევროლე კამაროს“ გაყიდვები საგრძნობლად არის შემცირებული და ესეც ბაზარზე ახალი „მუსტანგის“ გამოსვლის მოლოდინის შედეგია. ისინი ხუმრობიტაც კი ამბობენ, რომ თუ „შევროლე“ მყიდველს რაღაც განსაკუთრებულს არ შესთავაზებს, ან „ტრანსფორმერების“ ახალი ფილმი არ გამოვა, „კამაროს“ მასქლ ქარების სეგმენტში ლიდერობაზე პრეტენზია არც უნდა ჰქონდეს.
რაც შეეხება „დოჯს“, მას უკვე მეტისმეტად ბევრი გაუყიდავი „ჩელენჯერი“ დაუგროვდა. „კრაისლერის“ ჯგუფში შემავალი ეს კომპანია თავისი მაქსლ ქარის განახლებულ ვერსიას ორ თვეში გაგცვაცნობს, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, ეს სეგმენტის მაჩანჩალობიდან თავის დაღწევაში დაეხმაროს.

No comments:

Post a Comment