Beijing Live – Suzuki Alivio Concept
(Near-production Maruti Ciaz) debuts
22 აპრილი
პეკინის მოტორ შოუზე, „სუზუკიმ“ კომპაქტური სედანი „ალივიო“
წარადგინა, რომელიც შარშანდლ კონცეპტ „აუთენტიკსის“ სერიული ვერსიაა. ეს
ავტომობილი ქროსოვერ „SX4 S-ქროსის“ პლატფორმაზეა ბაზირებული და ის პირველ რიგში,
ჩინეთის ბაზარზე გამოვა. იგივე ავტომობილი, მალე „მარუტი საიაზის“ სახელით, ინდურ
ბაზარზეც გამოჩნდება.
„ალივიოს“ გაბარიტებია: სიგრძე 4 545 მილიმეტრი, სიგანე
1 730 მილიმეტრი და სიმაღლე 1 475 მილიმეტრი. გარეგნულად, ეს ავტომობილი
„აუთენტიკსის“ სტილში შესრულდება, თუმცა დაკარგავს კონცეპტუალური ავტომობილისთვის
დამახასიათებელ ელემენტებს და წარმოებისთვის შესაფერის უბრალოებას შეიძენს.
„ალივიო“ ბენზინზე მომუშავე 1.6-ლიტრიანი DOHC ძრავით
აღიჭურვება, რომელთანაც წყვილში უახლესი, 6-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია
იმუშავებს. ასევე შესაძლებელია, რომ მყიდველს უსაფეხურო ვარიატორი შესთავაზონ,
რომელიც უფრო პატარა „სელერიოს“ ეკიპირებაში შედის. იაპონურ კომპანიას ძრავის მახასიათებლები
არ გაუმხელია, თუმცა ცნობილია, რომ სედან SX4-ის შემთხვევაში, რომელსაც მალე „ალივიო“
შეცვლის, ძრავის სიმძლავრე 117 ცხენის ძალაა.
„ალივიოს“ პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ტესტებისას, ამ
ავტომობილის სრულყოფა ხდებოდა როგორც მძღოლის, ასევე უკან მგზავრის სავარძლიდან. ანუ,
სალონში ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ მძღოლმა და მგზავრმა თავი მაქსიმალურად
კომფორტულად და დაცულად იგრძნონ.
სედან
„ალივიოს“, ჩინეთში „სუზუკის“ და მისი ჩინელი პარტნიორის, „ჩონქინ ჩანგანის“
ერთობლივი საწარმო გამოუშვებს.
No comments:
Post a Comment