Mercedes to Bring Back Maybach as Range-Topping
S-Class in November
17 აპრილი
მართალია, სულ ახლახანს, „დაიმლერმა“ სუპერ ლუქს
კლასის ბრენდი „მაიახი“ გააჩერა, მაგრამ მალე მას ბაზარზე ისევ დააბრუნებს. ოღონდ,
ამჯერად ამ მარკით, S-კლასის სედანების ყველაზე ექსკლუზიურ, მდიდრულ და
ძვირადღირებულ ავტომობილებს (პრონციპში, ადრეც ასე იყო) გამოუშვებს. შტუტგარტელები
თვლიან, რომ ასეთი ავტომობილებით, ღირსეულ კონკურენციას გაუწევენ „როლს-როისს“ და „ბენტლის“.
S-კლასზე ბაზირებული „მაიბახის“ პრეზენტაცია
ერთდროულად ორ მოტორ შოუზე - გუანჯოუსა (ჩინეთი) და ლოს ანჯელესში, ნოემბერში
გაიმართება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთი და ამერიკა, ამ ავტომობილებისათვის მთავარი
ბაზრები იქნბა, მაშინ გასაკვირიც არაფერია იმაში, რომ „მაიბახის“ დაბრუნება
ერთდროულად ამ ორ გამოფენაზეა დაგეგმილი. როიტერსის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალი
„მაიბახის“ საწყისი ფასი, S-კლასის ყველაზე ძვირადღებულ ვერსია S600-ის ფასზე
დაახლოებით ორჯერ მეტი იქნება. ცნობისათვის, გერმანიაში S600-ის სასტარტო
ღირებულება 165 000 ევროა.
„მაიბახის“ ბორბლებს შორის ბაზა, S-კლასის
გრძელბაზიან ვერსიაზე 200 მილიმეტრით გრძელი იქნება, რაც უკანა სავარძლების არეში,
ფეხებისთვის ადგილს გაზრდის. რაც მთავარია, ამით ის „მერსედესის“ გამაში ყველაზე გრძელი
ავტომობილი იქნება მანამ, სანამ ბაზარზე კიდვ უფრო გრძელი ვერსია „პულმანი“ გამოვა.
რაც შეეხება ამ უკანასკნელს, როიტერსის წყაროს
ინფორმაციით, ეს ავტომობილი ამ ეტაპზე შემუავების პროცესშია. მსოფლიოს ბაზარზე
მისი შეჯავშნული ვერსია 1.0 მილიონი დოლარი ეღირება. საინტერესოა, რომ ამ
ავტომობილს S-კლასის სედანზე თითქმის 1.0 მეტრით გრძელი ბაზა ექნება, რისი
წყალობითაც, მის სალონში სავარძლების დამატებითი რიგი განთავსდება.
No comments:
Post a Comment