Autocar Asian COTY winner revealed
23 აპრილი
პეკინის მოტორ შოუზე, აზიის წლის საუკეთესო
ავტომობილად „რეინჯ როვერი“ დასახელდა. შოუს მსვლელობისას გამართულ საზეიმო
ცერემონიაზე, „იაგუარ ლენდ როვერის“ შეფს, დოქტორ რალფ სპეტს, სპეცალური თასი,
ჟურნალ „ავტოქარ-ის“ ბრენდ რედაქტორმა ჩეზ ჰელეტმა და „ავტოქარ ჩაინას“ მთავარმა
რედაქტორმა ქინ მინჰუამ გადასცა.
„რეინჯ როვერმა“ უკან მოიტოვა ისეთი ძლიერი
კონკურენტები, როგორებიცაა A-კლასის „მერსედეს-ბენცი“, „მაზდა 6“, „იაგუარ F-ტაიპი“,
„სიტროენ DS5“ და „ფოლკსვაგენ გოლფი“. ყველა ჩამოთვლილი, კონკურსის ფინალისტია,
რომლებიც ჟიურიმ 34 ავტომობილს შორის აარჩია. შერჩევის კრიტერიუმებია დიზაინი,
კომფორტი, უსაფრთხოება, ეკონომიურობა, მართვადობა, ტექნიკური მახასიათებლები და
მძღოლის კმაყოფილება.
„ავტოქარ ინდიას“ რედაქტორი და ჟიურის წევრი
ჰორმაზდ სორაბიეე ამბობს, რომ ბოლო თაობის „რეინჯ როვერი“ არის ის მანქანა,
როგორიც უნდა იყოს „რეინჯ როვერი“, უფრო უკეთესიც. „ის უფრო მეტად განებივრებთ, ვიდრე
ლუქს კლასის ნებისმიერი სხვა ავტომობილი. და მას აქვს ყველგანმავლის საუკეთესო
თვისებები. ამ ავტომობილის მრავალფეროვანმა ტალანტებმა, მას დამსახურებულად
მოაპოვებინეს „ავტოქარის წლის ავტომობილის“ ტიტული“.
„ავტოქარის“
წლის ავტომობილის კონკურსი სხვა მსგავს კონკურსებთან შედარებით, ახალი - 2012 წლიდან
ტარდება და ერთადერთი მსგავსი კონკურსია, რომელიც აზიის კონტინენტის მასშტაბით იმართება.
მის ჟიურიში შედიან „ავტოქარის“ ჩინური, ინდური, ინდონეზიური, იაპონური, კორეული,
მალაიზიური, ფილიპინური, სინგაპურული, ტაილანდური და ვიეტნამური გამოცემები.
No comments:
Post a Comment