Land Rover Confirms Discovery Sport Name for Next
Freelander / LR2
16 აპრილი
ნიუ იორკის საერთაშორისო ავტო შოუს გახსნამდე
რამდენიმე საათით ადრე, „ლენდ როვერმა“ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის
შესახებ, რომ მოდლ „ფრილენდერის“ შემცვლელი ბაზარზე „დისქავერი სპორტის“ სახელით
გამოვა. ამის შესახებ თვით „ლენდ როვერის“ დიზაინის მთავარმა შემოქმედებითმა დირექტორმა
ჯერი მაკგოვერნმა განაცხადა.
„სიამაყით ვაცხადებ, რომ სახელი „დისქავერი“ მალე
მოდელების მთელ ოჯახს გააერთიანებს. ამ ოჯახის პირველი ახალი წევრის სახელი იქნება
„დისქავერი სპორტი“ და ის ბაზარზე 2015 წელს გამოვა. ეს იქნება თავის სეგმენტში
ყველაზე მრავალმხრივი და მრავლისშემძლე ავტომობილი, რომლის შესახებაც პირველ
შთაბეჭდილებას, ნიუ იორკში გამოფენილი კონცეპტუალური „დისქავერი ვიჟნ კონცეპტი“
შეგიქმნით“, - ამბობს მაკგოვერნი.
„დისქავერი სპორტი“ „რეინჯ როვერ ევოუკის“ მოდერნიზებულ,
ფოლადის პლატფორმაზე აიგება და როგორც კონცეპტ „დისქავერი ვიჟნ კონცეპტიდან“ ჩანს,
მას მყიდველს ორი ვერსიის სახით შესთავაზებენ. მათგან ერთში ხუთი სავარძელი
განთავსდება, მეორეში კი - შვიდი. მისგან განსხვავებით, ახალი „დისქავერი“ ალუმინის
შასიზე აიგება, რომელსაც ბრიტანული კომპანია“რეინჯ როვერს“ და „რეინჯ როვერ სპორტს“
აწარმოებს.
„დისქავერის“
ოჯახის ავტომობილების ძრავების გამაში ძირითად ადგილს, უახლეს სერია „ინჯენიუმის“
აგრეგატები დაიკავებენ. ამ ძრავების დებიუტი მალე „იაგუარის“ სედან XE-სთან ერთად
შედგება.
No comments:
Post a Comment