Wednesday, April 30, 2014

შარაპოვა, ვებერი და „პორშე 918 სპაიდერი“

Mark Webber Takes Maria Sharapova For A Spin In A Porsche 918 Spyder
30 აპრილი
ჩოგბურთის ვარსკვლავი მარია შარაპოვა ახლახანს „პორშეს“ სახე გახდა. ახლახანს, ამ ამპლუაში, ის ფორმულა ერთის ვარსკვლავმა, ავსტრალიელმა მარკ ვებერმა, ვინც „პორშეს“ სარბოლი ჰიბრიდული პროტოტიპით ლე მანის 24-საათიან რბოლაში იასპარეზებს, ის გერმანული კომპანიის უახლესი სუპერ ავტომობილით, „918 სპაიდერით“ გაასეირნა.
ქალაქგარეთ გასეირნებისას, ვებერმა ამ ჰიბრიდული სუპერის ძალა სრულად არ გამოიყენა და შარაპოვაც კმაყოფილი დარჩა. სხვათა შორის, ეს „პორშეს“ ავტომობილში მისი დებიუტი არ ყოფილა - სანამ კომპანიის სახე გახდებოდა, შტუტგარტის ტურნირის მოგებისთვის, რომელსაც „პორშე“ სპონსორობს“, ჯილდოდ თეთრი „911 კაბრიოლეტი“ დაიმსახურა. გარდა ამისა, მარია „პანამერას“ ექსკლუზიურ ვერსიას ფლობს, რომლის გაფორმებაშიც თავადვე მიიღო მონაწილეობა. მას ჰიბრიდული სუპერ ავტომობილით გასეირნებაც მოეწონა, მაგრამ იქვე აღიარა, მისი ფასი - 845 000 დოლარი, ჩემთვის მეტისმეტად ბევრიაო.
„პორშე 918 სპაიდერი“ პლაგ-ინ ჰიბრიდული სუპერ ავტომობილია, რომელიც 4.6-ლიტრიანი V8 და ორი ელექტრო ძრავითაა აღჭურვილი. სისტემის ჯამური სიმძლავრე 887 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 1275 ნიუტონმეტრი. ამ ეკიპირებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 2.8 წამი ჰყოფნის, მაქსიმალური სიჩქარე კი 345 კმ/სთ-ია. ამასთან, 100 კილომეტრის გასავლელად, მხოლოდ 3.3 ლიტრ საწვავს მოიხმარს, მის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი ყოველ კილომეტრზე 79 გრამია.


No comments:

Post a Comment