Wednesday, April 9, 2014

„ტოიოტა“ 6 მილიონზე მეტ ავტომობილს გაიხმობს

Toyota recalls more than 6 million vehicles
9 აპრილი
ახლახანს „ტოიოტამ“ ამერიკის მთავრობის სასარგებლოდ, 1.2 მილიარდი დოლარის ჯარიმის სახით გადახდა იკისრა, რადგან აღიარა, რომ მისი ავტომობილების უნებლიე აჩქარების ფაქტებთან დაკავშირებით, აშშ-ის მთავრობა შეცდომაში შეჰყავდა. მაგრამ პრობლემები ამით არ ამოწურულა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ იაპონური კომპანია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა მიზეზის გამო, 6.39 მილიონ ავტომობილს სარემონტოდ გაიხმობს. ამასთან, ეს პროცესი, გახმობის მიზეზების შესაბამისად, ხუთ განსხვავებულ ეტაპად განხორციელდება. სარემონტო ავტომობილების საერთო რიცხვიდან, 2.34 მილიონი ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე მოდის, 810 000 კი - ევროპაზე.
„ტოიოტა“ აცხადებს, რომ მას არ გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, იწვევდა თუ არა აღნიშნული დეფექტები ავარიებს, ან მძიმე შემთხვევებს. სამაგიეროდ დადგენილია, რომ გახმობას ათზე მეტი მოდელი ექვემდებარება. სარემონტოდ გახმობის ყველაზე მეტი მიზეზი აირბალიშების გაუმართაობაა. მართალია, მიზეზები ერთმანთს არ უკავშირდება, მაგრამ კომპანიამ ყველა მათგანის აღმოსაფხვრელი კამპანიის დაწყების შესახებ ერთდროულად გამოაცხადა.

გახმობები შემდეგი მიზეზების გამო განხორციელდება:
- მძღოლის აირბალიშის დეფექტი: 3.5 მილიონი ავტომობილი
- მძღოლის სავარძლის სამაგრის დეფექტი: 2.32 მილიონი ავტომობილი
- საჭის რგოლის არასაიმედო დამაგრება: 760 000 ავტომობილი
- საქარე შუშის საწმენდის დეფექტი: 160 000 ავტომობილი
- სტარტერის აალების დიდი ალბათობა: 20 000 ავტომობილი

საერთო ჯამში, დფექტური ავტომობილების რიცხვი 6.76 მილიონია, მაგრამ იმის გამო, რომ ზოგიერთ შემთხვევებში, ერთსადაიმავე ავტომობილზე ერთზე მეტი დეფექტი ვლინდება, საერთო რაოდენობა 6.39 მილიონამდე მცირდება.
აირბალიშის გაუმართაობას, საჭის რგოლის ტრიალისას, ბალიშის სამართავი კაბელის შესაძლო დაზიანება იწვევს. ამის გამო ინთება გამაფრთხილებელი ნათურა და აირბალიში გამოუსადეგარი ხდება. ეს დეფექტები დაფიქსირდა ისეთ მოდელებზე, როგორებიცაა RAV4, „კოროლა“, „მატრიქსი“, „იარისი“, „იარის სედანი“, „ჰაილენდერი“, „ჰაილუქსი“, „ლენდ კრუიზერ პრადო“ და „ქემრი“.
რაც შეეხება მძღოლის სავარძლის დეფექტს, არის შემთხვევები, როცა სავარძელი საჭირო მდგომარეობაში სათანდოდ არ ფიქსირდება და ინციდენტის ან მკვეთრი შენელების შემთხვევაში, სავარძელი წინ გასრიალდება. გლობალურ ავტომობილებს შორის, ეს პრობლემა „იარისს“ და „იარის სედანს“ ეხება.

No comments:

Post a Comment