Friday, April 11, 2014

„ფორდი“ და „ბეემვე“ შეიძლება ფ1-ში დაბრუნდნენ

BMW, Ford considering F1 return – reports
11 აპრილი
პადოკში გავრცელებული ხმების მიხედვით, ფორმულა ერთში შესაძლოა „ფორდი“ და „ბეემვე“ დაბრუნდნენ. ბავარიულ კომპანიასთან დაკავშირებით ჭორების გავრცელებას, ფ1-ის ფუნდის ყოფილი მფლობელის, ჯანკარლო მინარდის გამონათქვამმა შეუწყო ხელი, რომლის თქმითაც, ძრავების ახალი რეგლამენტით, „მერსედესის“, „ფერარის“ და „რენოს“ გარდა, სხვა კომპანიებიც შეიძლება დააინტერესოს.
„გავრცელებული ხმებით, „ბეემვეს“ დირექტორთა საბჭო მალე შეიკრიბება, რათა ავტოსპორტის უმაღლეს ლიგაში დაბრუნების საკითხი განიხილოს. ლაპარაკია ძრავის მიმწოდებლად 2015 წლის სეზონში დაბრუნებაზე“, - თავის ოფიციალურ ვებგვერდზე წერს მინარდი და დასძენს, რომ ბავარიული კომპანიის წარმომადგენლები, სეზონისწინა ტესტებსაც ესწრებოდნენ და არც პირველი ეტაპები გამოუტოვიათ.
ცნობისათვის, „ბეემვემ“ ფ1 2009 წლის სეზონის შემდეგ დატოვა. მაშინვე წავიდა „ჰონდაც“, რომელმაც უკვე გამოაცხადა თავისი დაბრუნების შესახებ. იაპონური კომპანია „მაკლარენის“ პარტნიორი იქნება. რაც შეეხება „ბეემვეს“ ფ1-დან წასვლამდე, ის „ზაუბერის“ ბაზაზე არსებულ გუნდს საკუთარი სახელით იყენებდა.
„ფორდი“ ფ1-ის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. მაგრამ ამჟამად ცისფერი ოვალი დიდი პრიზების ცირკის გარეთაა. მისი შესაძლო დაბრუნების შესახებ ხმების გავრცელება მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ მომავალი სეზონიდან ჩემპიონატში ამერიკული გუნდი ჩაერთვება. გავრცელებული ინფორმაციით, „ფორდი“ პარტნიორად ისევ „კოსუორტს“ მოიწვევს, რომლის ძრავებსაც საკუთარი მარკით გამოიყენებს.

No comments:

Post a Comment