Sergio Perez says he nearly quit F1 after losing
McLaren drive
11 აპრილი
ბაჰრეინში მესამე ადგილის დაკავების შემდეგ, სერხიო
პერესმა განაცხადა, რომ „მაკლარენში“ ადგილის დაკარგვის შემდეგ, ფორმულა ერთიდან წასვლასაც
კი აპირებდა. ახლა კი არ ნანობს, რომ ასე არ მოიქცა:
„როდესაც „მაკლარენისგან“ შეტყობინება მივიღე, გაწბილებული
დავრჩი. საკუთარ თავს ვუთხარი, ეს ჩემი საქმე არ არის. არ მინდოდა, აქ ისე ყოველი
შემთხვევისთვის ვყოფილიყავი. ჩემთვის აუცილებელია სტიმული, რომ აქ დავრჩე. წინააღმდეგ
შემთხვევაში, მირჩევნია სხვა საქმეს მოვეკიდო. მერე კი, „ფორს ინდიაში“ გადასვლის
შანსი გაჩნდა და ბევრი არც მიფიქრია“, - ყვება პერესი.
მექსიკელი დარწმუნებულია, რომ ორი წარუმატებელი
რბოლის შემდეგ, ბაჰრეინში მიღწეული წარმატება ამართლებს მის გადაწყვეტილებას ფ1-ში
დარჩენის თაობაზე. უფრო მეტიც, ახლა უკვე დარწმუნებულოა, რომ ფ1-ში კარგი მომავალი
აქვს:
„ეს ფორმულა ერთია, სადაც ერთ დღეში შეიძლება შენი
ცხოვრება ერთი უკიდურესობიდან, მეორით შეიცვალოს. ახლა, როცა განვლილ გზას
გადავხედავ, საკუთარი ნაბიჯით ვამაყობ. და ახლა დროა, წინსვლაზე ვიზრუნო. არც ის
მავიწყდება, რომ ფ1-ში გმირიდან შეიძლება უცებ არარაობად იქცე, ან პირიქით. ჰოდა,
ახლა მხოლოდ მომავალზე ვფიქრობ. „მაკლარენში“ ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე.
მათ მე უკეთეს მრბოლად მაქციეს. ბაჰრეინში პირველი უპრობლემო რბოლა მქონდა და
მანქანის სიჩქარითაც კმაყოფილი ვარ“.
მისმა
შედეგმა, ინდურ გუნდს კონსტრუქტორთა პირველობაზე მეორე ადგილზე გადანაცვლების საშუალება
მისცა. „ფორს ინდია“ ერთადერთ ქულას უგებს მესამეზე მყოფ „მაკლარენს“. მექსიკელი
კი უფრო მეტს გვპირდება - ახალ გუნდთან ადაპტაცია ბოლომდე არ გამივლია და ამ
პროცესს რომ დავასრულებ, მერე უფრო ძლიერი ვიქნებიო
No comments:
Post a Comment