Friday, April 11, 2014

„მუსტანგის“ საიუბილეო ღონისძიებები 16 აპრილს იწყება

"50 Years of Mustang" Celebratory Events Kickstart on April 16
11 აპრილი
ლეგენდარული „ფორდ მუსტანგი“ იუბილარია - ნახევარი საუკუნე შეუსრულდა. ის არ ითვლება მასობრივ ავტომობილად, თუმცა ამ 50 წლის განმავლობაში, „ფორდმა“ უკვე მისი 9 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაჰყიდა! პირველმა „მუსტანგმა“ კონვეიერი 1964 წლის 17 აპრილს დატოვა და სწორედ ეს დღე ითვლება ამ ავტომობილის დაბადების დღედ.
ამასთან დაკავშირებით, „ფორდ მოტორ კომპანი“ და „მუსტანგ ქლაბ ოფ ამერიკა“ ერთობლივად გაუწევენ ორგანიზებას მრავალდღიან საზეიმო ღონსძიებებს, რომელთა მსგავსიც ადრე არავის და არასდროს ჩაუტარებია. ეს ღონისძიებები ერთდროულად, შარლოტის და ლას ვეგასის სარბოლო ოვალებზე, 16 აპრილს იწყება. ორივე ღონსძიებაზე დასწრება თავისუფალია.
Ford-ი ვარაუდობს, რომ ხუთი დღის განმავლობაში, ღონისძიებებში დაახლოებით 5000 Mustang-ი მიიღებს მონაწილეობას, მათ კი 100 000-ზე მეტი მაყურებელი ეყოლება. ორივე ტრეკზე, მაყურებლებს მოემსახურება დიდი ზომის ეკრანი, რომელზეც Mustang-ის ყველა თაობის ავტომობილებს და მათს მოდიფიკაციებს აჩვენებენ. რა თქმა უნდა, მათ შორის უახლესი მოდელიც იქნება.
ჩვენბებს შორის იქნება დრეგ რბოლები, ღია სატრეკო ღონისძიებები, „მუსტანგით“ საღამოს გასეირნებები, Ford-ის სხვა ავტომობილების ტესტ-დრაივები და იუბილარი ავტომობილის ისტორიის სესიები. ღონისძიებებში მონაწილეობისთვის მიწვეულნი არიან პირველი „მუსტანგის“ სილუეტის შემქმნელი, დიზაინერი გეილ ჰელდერმანი, „ფორდის“ გადამდგარი ვიცე პრეზიდენტი ჯეკ ტელნაკი და პროდუქციის დამგეგმავი ჰალ სპერლიხი.

No comments:

Post a Comment