Thursday, March 27, 2014

„ფორდ ექსპლორერი“ ამერიკაში ყველაზე გაყიდვადი საპოლიციო ავტომობილია

Ford Explorer Becomes America’s Best-Selling Police Vehicle
27 მარტი
„ფორდ ექსპლორერის“ ბაზაზე შექმნილი საპოლიციო გზაგადამჭრელი უგზოობის ავტომობილი, ყველაზე კარგად გაყიდვადი საპოლიციო მანქანაა შეერთებულ შტატებში. შარშან „ფორდმა“ 14 086 საპოლიციო გზაგადამჭრელი უგზოობის ავტომობილი გაჰყიდა. სულ კი, საპოლიციო ყველგანმავლების გაყიდვების მოცულობა 140 პროცენტით გაიზარდა.

„ფორდმა“ საპოლიციო დანიშნულების ყველა ტიპის ავტომობილების გაყიდვები 48 პროცენტით გაზარდა. სულ კი ეს საპოლიციო ავტომობილების ბაზარი 22 პროცენტით არის გაზრდილი. ცისფერმა ოვალმა ამ ბაზარზე საკუთარი წილი 9 პროცენტით, 50 პროცენტამდე გაზარდა.
„ჩვენ საპოლიციო ავტომობილების გამაში რევოლუციური ცვლილებები შევიტანეთ. სამმა ძირითადმა სიახლემ კი კონკურენტებთან შედარებით, საგრძნობლად დაგვაწინაურა. ჩვენი უგზოობის ავტომობილი, პოლიციის ოფიცრების დაცვის მზარდ მოთხოვნებს შეესაბამება. ჩვენი მოდელების უმეტესობისთვის, სრულ ამძრავიანი სისტემა სტანდარტულ ეკიპირებაშია. ეს კი ამ სპეციფიკურ სეგმენტში ის სიახლეა, რომელიც გაზრდილ დაცულობას და გაუმჯობესებულ მართვადობას უზრუნველყოფს. ამასთან, ეკობუსტის სერიის ძრავები, სამართალდამცავი სააგენტოების საექსპლუატაციო მოთხოვნებს უკეთ აკმაყოფილებს“, - „ფორდის“ პოლიციის მარკეტინგის მენეჯერი ჯონათან ჰანიკატი.
„ექსპლორერზე“ ბაზირებული საპოლიციო უგზოობის ავტომობილი 3.7-ლიტრიანი Ti-VCT V6, ან 3.6-ლიტრიანი V6 ეკობუსტითაა აღჭურვილი. მეორე ძრავი ასევე სედან „ტორას ინტერცეპტორსაც“ ამოძრავებს. ის 365 ცხენის ძალას და 475 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ფონტანას (შტატი კალიფორნია) ტრეკზე ჩატარებული საპოლიციო ავტომობილების შედარებითი ტესტირებისას, „ფორდ ექსპლორერმა“ თავის კონკურენ „შევროლე ტაჰოს“ 0-100 და 0-160 კმ/სთ აჩქარებაში აჯობა. მანვე წრის გავლის უკეთესი დროებიც დააფიქსირა.

No comments:

Post a Comment