Friday, March 7, 2014

ორი თვე კომაში; შუმის გამოღვიძების პროცესი გრძელდება

Michael Schumacher remains in 'wake up phase' in French hospital
7 მარტი
ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მიხაელ შუმახერი მართვად კომაში იმყოფება. მისმა მენჯერებმა ოფიცალური ცნობა გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია, რომ გრენობლის ჰოსპიტალის ექიმები აგრძელებენ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის კომიდან გამოყვანის პროცესს, რომელიც უკვე ერთი თვეა, გრძელდება. თუმცა, ლეგენდარული გერმანელი მრბოლის პირადი პრეს მდივანი საბინე კემი ამბობს, რომ კომიდან გამოყვანის პროცესი შეიძლება დიდხანს გაიწელოს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ახალი ინფორმაცია არ გავრცელებულა. იყო ვარაუდი, რომ ექიმებმა კომიდან გამოყვანის პროცესი შეაჩერეს, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. დღეს ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ არაფერი შეცვლილა.
„მიხაელი კვლავაც გამოღვიძების ფაზაშია. სიტუაცია არ შეცვლილა. ნებისმიერი სამედიცინო ინფორმაცია, რომელსაც მიხაელის მკურნალების განმარტება არ ახლავს, განიხილება, როგორც უსაფუძვლო“, - ნათქვამია ოფიცალურ განცხადებაში.

No comments:

Post a Comment