Wednesday, March 12, 2014

„ჰიუნდაის“ პირველი კვარცხლბეკი რალის მსოფლიო ჩემპიონატზე

Hyundai Team secures first double finish in style with maiden podium at Rally Mexico
11 მარტი
„ჰიუნდაი შელ უორლდ რალი ტიმმა“ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მიღწევა დააფიქსირა - მისმა ეკიპაჟმა, რომლის საჭესაც ბელგიელი ტიერი ნოივილი მართავს, მექსიკის რალიზე მესამე ადგილი დაიკავა.
მიუხედავად იმისა, რომ რბოლის დასაწყისში, ურთულეს გრუნტზე და ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე ასპარეზობა გაჭირდა, ნოივილმა და მისმა შტურმანმა ნიკოლას გილსოულმა 22-ვე სპეცმონაკვეთი მაღალ დნზე ჩაატარეს. განსაკუთრებით სწრაფები კი ბოლო სპეცმონაკვეთებზე იყვნენ. საბოლოოდ, მათი გარჯა 15 ქულით დაფასდა.
არადა, ბოლო სპეცმონაკვეთის მიწურულს მათ კინღამ ყველაფერი წყალში ჩაეყარათ - რადიატორი დაზიანდა და მის შეუკეთებლად, სერვის პარკამდე მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. ბედად, მათ მაყურებლის მიერ მიწოდებული ლუდის ქილა გამოადგათ. მართალია, პირველი სახელდახელო რემონტის შემდეგ რადიატორიდან წყალმა ისევ გაჟონა, მაგრამ ნოივილმა და გილსოულმა ის ისევ შეაკეთეს და დანიშნულების ადგილსაც მიაღწიეს.
ტიერი ნოივილი
„ძალიან გახარებულები ვართ. ასეთი რთული რალის შემდეგ კვარცხლბეკზე ასვლა მიღწევაა. ყოველ მონაკვეთზე თავდაუზგავად ვირჯებოდით, რათა საუკეთესო შედგისთვის მიგვეღწია. მუდმივად ზღვარზე ვიყავით. მთავარი მიზანი ყოველთვის ფინიშამდე მიღწევაა, კვარცხლბეკი კი შესანიშნავი ბონუსია გუნდისთვის, რომელსაც თავი არ დაუზოგავს. ჩვენი გუნდი მექსიკაში პირველად გამოვიდა და აქედან ძალიან საჭირო მონაცემებით ვბრუნდებით, რომლებსაც „ჰიუნდაი i20 WRC-ს“ სრულყოფისთვის გამოვიყენებთ. ეს მართლაც გუნდური გარჯის შედეგი იყო და ამით მაშინაც ვიამაყებ, თუ მალე უფრო მეტსაც მივაღწევთ“, - ნარბოლევს განაცხადა ნოივილმა.
რაც შეეხება ეტკინსონს, გასული წლის განმავლობაში, მან პირველად იასპარეზა WRC-ს (რალის მსოფლიო ჩემპიონატის) რბოლაში და პირველად იჯდა „ჰიუნდაის“ სარბოლი ავტომობილის საჭესთან. ოზმა მრბოლმა გუნდის მოლოდინი გადაჭარბებით შეასრულა და საბოლოოდ, შვიდი ქულის მოპოვება შეძლო. არადა, რბოლის პირველივე დღეს, მის ეკიპაჟსაც პრობლემები (საკიდარში) შეექმნა. თუმცა, ამის მიუხედავად, ათეულში ადგილის შენარჩუნება შეძლო და წინაც კი წაიწია.

No comments:

Post a Comment