Friday, March 14, 2014

ახალი „ჰიუნდაი სონატას“ დებიუტი 24 მარტს დაინიშნა

New Hyundai Sonata to Debut March 24
14 მარტი
საშუალო ზომის სედან „სონტას“ მსოფლიო პრემიერა აპრილში, ნუ იორკის ავტო შოუზეა დანიშნული, თუმცა კორეული კომპანია მას უფრო ადრე, ონლაინ რეჟიმში, 24 მარტს გაგვაცნობს. ამ თარიღის მოახლოების კვალობაზე, „ჰიუნდაიმ“ ამ ავტომობილის უკვე ორი ტიზერი გამოაქვეყნა, რომლებიც ესკიზებით გვიჩვენებს ახალი „სონტას“ ექსტერიერსა და ინტერიერს.
ექსტერიერი უკვე გაგაცანით, ამჯერად კი ინტერიერის ჯერია. ის იმავე „თხიერი სკულპტურა 2“ სტილშია შესრულებული, რომელშიც გარე დიზაინი. სალონი სისადავით გამოირჩევა, რაშიც მთავარ როლს ცენტრალურ კონსოლზე განლაგებული დიდი ზომის სენსორული მონიტორი ასრულებს. მისი წყალობით, სალონში ვერ ნახავთ უამრავ გადამრთველს და მართვის საშუალებას. ის ემსახურება როგორც გასართობ მულტიმედიურ კომპლექსს, ასევე სანავიგაციო სისტემას. საერთ ჯამში, ახალი „სონატას“ სალონში, ასევე ახალი და უფრო მაღალი კლასის „ჯენეზისის“ სალონთან ბევრ მსგავსებას აღმოაჩენთ.
ახალი „სონატა“ იმავე LF პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელზეც მისი წინამორბედი. თუმცა, მას მოდფიკაცია ჩაუტარდა. კერძოდ, უფრო ინტენსიურადაა გამოყენებული მაღალი სიმტკიცის ფოლადი. ამასთან, შემცირდა შედუღების ფართობი და გაიზარდა წებოს გამოყენბის ინტენსიურობა. ამ ყველაფრის წყალობით, წონაც შემცირდა და სტრუქტურაც გრეხვითი დატვირთვებისადმი უფრო მედეგი გახდა. კომპანიის მიერ ჩატარებულმა კომპიუტერულმა მოდელირებამ აჩვენა, რომ მცირე გადაფარვით შეჯახებისას, ავტომობილი ქრეშ ტესტებზე მაღალ შეფასებებს დაიმსახურებს.
ახალი „სონატას“ ძრავების შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი. გამაში ძველი ძრავების საფუძვლიანად მოდიფიცირებული ვერსიები დაჩება. სამაგიეროდ, ახლავე შეიძლება ითქვას, რომ მყიდველს უახლეს, ორქუროიანი გადაბმულობით აღჭურვილ რობოტიზებულ ტრანსმისიასაც შესთავაზებენ, რომელიც კომპანიამ პირველად ახლახანს, ჟენევის მოტორ შოუზე წარადგინა.

No comments:

Post a Comment