Friday, February 28, 2014

„ფოლკსვაგენ T-როკი“ - პატარა კონცეპტუალური ქროსოვერი

VW's New T-Roc Crossover Concept Sounds Big, but it Isn't
28 თებერვალი
ჟენევის მოტორ შოუზე, „ფოლკსვაგენი“ კონცეპტუალურ ქროსოვერ „T-როკს“ წარადგენს. ეს არის სუბკომპაქტური ავტომობილი, რომელმაც ვოლფსბურგელთა სამოდელო გამაში, მალე ქროსოვერების ყველაზე დაბალი საფეხური შეიძლება დაიკავოს. თუმცა, გერმანული კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტო ტიზერებს თან ახლავს განმარტება, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ ავტომობილით, თავისი უგზოობის ავტომობილების მომავალი სტილის ჩვენებას აპირებს.
კონცეპტუალური „T-როკი“ ოდნავ დიდია სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „პოლოზე“. მისი გაბარიტებია: სიგრძე 4 179 მილიმეტრი, სიგანე 1 831 მილიმეტრი, სიმაღლე 1 501 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 2 595 მილიმეტრს შეადგენს. ფოტო ტიზერებზე ეს სამკარიანი ავტომობილი საკმაოდ სპორტულად გამოიყურება. ამ სტილს ხაზს უსვამს გამობერილი საბორბლე თაღები და საკმაოდ აგრესიული იერი. თუმცა ტიზერებზე მხოლოდ ესკიზებია, რაც ვიზუალურად ხშირად უფრო ეფექტურია ხოლმე, ვიდრე რეალური ავტომობილი.
სალონში მხოლოდ ოთხი ადგილია, საჭის რგოლის უკან დიდრონი, 12.3-დუიმიანი ციფრული ეკრანია მოთავსებული, რომელიც ანალოგურ მაჩვენებლებს ცვლის. ასეთ ეკრანს მალე უახლეს „აუდი TT-ზეც“ ვნახავთ. ცენტრალურ კონსოლზე კი მთავარ ადგილს დაახლოებით ამხელავე სემსორული ეკრანი იკავებს, რომელიც მრავალ ფუნქციას ითავსებს.
კონცეპტუალური ქროსოვერი, „ფოლკსვაგენის“ მოდულურ პლატფორმა MQB-ზეა აგებული. გერმანული კომპანიის ინფორმაციით, კონცეპტი 1 420 კილოგრამს იწონის. რაც შეეხება ძრავს, ესაა 2.0-ლიტრიანი ტურბო დიზელი, რომელიც 181 ცხენის ძალას და 380 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მასთან ტანდემში იმუშავებს 7-საფეხურიანი რობოტიზებული ტრანსმისია, რომელსაც ძრავთან ორქუროიანი გადაბმულობა აკავშირებს. მამოძრავებელი ძალა ოთხივე ბორბალს სისტემა 4MOTION-ის დახმარებით მიეწოდება.
„T-როკს“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 6.9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 210 კმ/სთ-ს აღწევს. ასი კილომეტრის გასავლელად 4.9 ლიტრი საწვავია საკმარისი, გამონაბოლქვში ნახშრორჟანგის შემცველობა კი ყოველ კილომეტრზე მხოლოდ 129 გრამია.

No comments:

Post a Comment