Wednesday, February 5, 2014

„ფორდი“ ახალ „მუსტანგს“ ჟენევაშიც გამოფენს

2015 Ford Mustang Headed for Geneva Motor Show
5 თებერვალი
ახალი „ფორდ მუსტანგი“ კვლავაც ავტოსამყაროს ჰიტია და ასეთად წლის ბოლომდე დარჩება, რადგან გაყიდვების დაწყებამდე, ამერიკული კომპანია მას პრაქტიკულად ყველა დიდ ბაზარზე უპირებს წარდგენას - სხვა თუ არაფერი, „მუსტანგი“ გლობალური ავტომობილი ხდება.
პრინციპში, „ფორდმა“ ამ ავტომობილის პირველი ჩვენება ერთდროულად მსოფლიოს ექვს დიდ ქალაქში მოაწყო, მაგრამ დტროიტის მოტორ შოუს გარდა, „მუსტანგი“ ფართო საზოგადოების წინაშე სხვაგან ჯერ არ წარმდგარა. მოკლედ, ჟენევა შემდეგი გაჩერება იქნება, რასაც ალბათ პეკინისა და ნიუ იორკის შოუები მოჰყვება.
ჟენვაშივე ცისფერი ოვალი „მუსტანგის“ ღია ვერსიასაც წარადგენს, რომელიც დეტროიტშიც ჰქონდა, თუმცა მასზე რატომღაც ყურადღება არ გაუმახვილებია. შეგახსენებთ, რომ ახალი „მუსტანგის“ გაყიდვები წლის ბოლოს უნდა დაიწყოს.
ახალი „მუსტანგის“ გარდა, „პალ ექსპოს“ საგამოფენო დარბაზში ასევე შესაძლებელი იქნება „ფორდის“ სხვა ახალი ავტომობილების ხილვაც. მათ შორის, ევროპელები ახლოდან პირველად ნახავენ კონცეპტუალურ „ეჯს“, რომელიც სულ მალე, ძველი კონტინენტის ბაზარზე, სერიული ავტომობილის სახით გამოჩნდება. იქვე იქნება კიდევ ერთი სიახლე - ცისფერი ოვალის პრემიუმ ქვე-ბრენდ „ვინიალეს“ ფორმაში გამოწყობილი „ფიუჟნი“.
ახალი „ფორდ მუსტანგის“ ძრავების გამაში სამი აგრეგატი შევა. 3.7-ლიტრიანი V6, 2.3-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ეკობუსტი და 5.0-ლიტრიანი V8. მაგრამ ამ სამიდან, პირველი აგრეგატი ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი არაა.

No comments:

Post a Comment