Tuesday, February 25, 2014

„ლოტუსი“ „რენოს“ კლიენტებში საუკეთესოა

Lotus reckons it could be top Renault F1 team amid Red Bull plight
25 თებერვალი
არაა გამორიცხული, რომ ახალ სეზონში, „რენოს“ ძრავების მომხმარებელ გუნდებს შორის, ბოლო სეზონების ტრიუმფატორ „რედ ბულს“ „ლოტუსი“ დაჩრდილავს. ასე ფიქრობს „ლოტუსის“ ტექნიკური დირექტორი ნიკ ჩესტერი. ამის საბაბს კი მას გასულ ბაჰრეინის ტესტებზე დაფიქსირებული დროები აძლევს. არადა, მისი პილოტების დროები, ხუთ წამზე მეტით უარესი იყო ტრასაზე ყველაზე სწრაფი პილოტის, „მერსედესის“ ნიკო როსბერგის დროზე.
„ვფიქრობ, „რენოს“ გუნდებს შორის საუკეთესონი ვიქნებით. „რენოს“ კლიენტ სხვა გუნდებთან შედარებით, უკეთესი ტესტები გვქონდა, რადგან სხვებს გარკვეული პრობლემები შეექმნათ. მთავარი, რაც მოგვეთხოვება ისაა, რომ საკუთარ საქმეზე კონცენტრირება შევძლოთ და გავაკეთოთ იმის მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია. თუნდაც „რენოს“ გუნდებს შორის საუკეთესონი ვიყოთ, მაინც ბევრი მუშაობა მოგვიწევს იმისათვის, რომ საუკეთესოებს გავუთანაბრდეთ“, - ამბობს ჩესტერი.
ის ასევე აღიარებს, რომ ფრანგულმა კომპანიამ, ძრავებთან დაკავშირებით არსებული გარკვეული პრობლემების მოგვარება შეძლო. თუმცა, ამის მიუხედავად, სეზონის სტარტისთვის, აგრეგატი მაინც ვერ იქნება კონკურენტუნარიანი, რადგან დარჩენილ დროში ყველა პრობლემის აღმოფხვრა შეუძლებელია.
„მელბურნამდე ძალიან ბევრი გარჯა მოგვიწევს. რა თქმა უნდა, წინ წავიწევთ, მაგრამ არც მეტოქეები არიან უსაქმოდ და პროგრესი მათაც ექნებათ. ასე რომ, ჩვენს პარალელურად, პროგრესი მათაც ექნებათ“, - დასძენს ჩესტერი. მისი აზრით, რამდენადაც „რენოს“ ძრავების პრობლემები ელექტრონიკას უკავშირდება და არა მექანიკას, სეზონის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ჩამორჩენის აღმოფხვრა.

No comments:

Post a Comment