Tuesday, February 25, 2014

ახალი „ფორდ ფოკუსი“ პარკირების ინოვაციური სისტემით აღიჭურვება

25 თებერვალი
თავის განხლებულ ბესტ სელერ „ფოკუსის“ ჟენევური პრმიერის წინ, ბარსელონში გამართულ მსოფლიო მობილურ კონგრესზე, „ფორდმა“ ის ორი სიახლეც გაგვაცნო, რომლებითაც ეს ავტომობილი აღიჭურვება. ესენია პარკირების ინოვაციური სისტემა და განახლებული მულტიმედიური სისტემა SYNC 2. ამერიკული კომპანიის განცხადებით, ეს იქნება მოდელ „ფოკუსის“ ისტორიაში, ტექნოლოგიურად ყველაზე მოწინავე ავტომობილი.
განახლებული „ფოკუსი“, ევროპის ბაზარზე პირველი ავტომობილი იქნება, რომელიც სისტემა SYNC 2-ით არის აღჭურვილი. ეს არის მულტიმედიური სისტემა, სენსორული, მაღალი გარჩევადობის 8-დუიმიანი მონიტორით, რომელსაც ხმით მართვის ფუნქციაც გააჩნია. მისი მეშვეობით გაადვილებულია რადიოთი, სანავიგაციო სისტემით, კლიმატ კონტროლით და მობილური ტელეფონით სარგებლობა. სანავიგაციო სისტემა ხმოვანი სიგნალით მოგაწვდით ინფორმაციას გზაზე არსებული ქუჩების, გზაჯვარედინების სახელებს, ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს, რაშიც გზამკვლევი „მიშლენი“ და „მიშლენ გრინ გაიდი“ დაეხმარება.
რაც შეეხება პარკირების სისტემას, „ფოკუსი“ გახდება პირველი გლობალური ავტომობილი, რომელიც ეგრეთ წოდებული პერპენდიკულარული პარკირების „ჰენდს ფრი“ ტექნოლოგიით აღიჭურვება. ეს სისტემა, მძღოლს სხვა მანქანებს შორის პარკირებაში დაეხმარება. გარდა ამისა, მყიდველს შესთავაზებენ დახვეწილ ავტომატური დამუხრუჭების სისტემა „ექტივ სიტი სტოპს“, რომლის სამუშაო სიჩქარის ჭერიც 50 კმ/სთ-მდე გაიზარდა.
დაიხვეწა თვითონ „ფოკუსიც“, რომელსაც გარეგნობაც შეეცვალა, საკიდარიც და საჭის მექანიზმიც. ახალია საკურსო მდგრადობის ელექტრონული სისტემაც. ამის წყალობით ავტომობილი, რომელიც ისედაც გამოირჩეოდა თავისი დინამიურობით, კიდევ უფრო ადვილი სამართავი, მანევრულიც და კომფორტულიც იქნება. გარდა ამისა, ავტომობილის აღჭურვილობაში ორი ახალი 1.5-ლიტრიანი ძრავი შევა. მათგან ერთი ბენზინისაა, სერია ეკობუსტის, მეორე კი - დიზელის TDCi.
„ჩვენთვის საკმარისი არაა, ვიყოთ უბრალოდ პირველები. ჩვენი ამოცანა ის იყო, რომ განსაცვიფრებელი ეფექტისთვის მიგვეღწია. ჩვენ ბაზარზე გამოგვაქვს „ფოკუსის“ ახალი ვერსია, რომელიც ტრადიციისამებრ, ბაზარზე უახლეს და მოწინვე ტექნოლოგიებს გამოიტანს. ახალი „ფოკუსის“ მძღოლი მარტივად შეძლებს სენსორულიდან ხმოვან მართვაზე გადასვლას. ამასთან, უფრო მეტი სისტემის კონტროლს შესძლებს ისე, რომ გზას თვალი არ მოაშოროს და საჭეს - ხელები“, - ამბობს „ფორდის“ აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი სტივენ ოდელი, ვინც კომპანიის ევროპულ, ახლოაღმოსავლურ და აფრიკულ შტოებს უძღვება.
ყველაფერი ეს, „ფოკუსს“ მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის სტატუსის შენარჩუნებაში უდაოდ დაეხმარება. „ფორდმა“ ამ ავტომობილის (რომელმაც ესკორტი შეცვალა) წარმოება 1998 წელს დაიწყო და მას შემდეგ, 12 მილიონზე მეტი გაჰყიდა. ყველაზე მეტი პოპულარობით „ფოკუსი“ ევროპაში სარგებლობს, სადაც სულ 6.9 მილიონია გაყიდული. ანალიტიკურ კომპანია „პოლკის“ მონაცემებით, შარშან მთელს მსოფლიოში 1.1 მილიონი „ფორდ ფოკუსი“ გაიყიდა.

No comments:

Post a Comment