Saturday, February 15, 2014

ხერესში „ფერარიმ“ ნამდვილი ძალა დამალა?

Report - Ferrari sandbagging at Jerez?
15 თებერვალი
გერმანული ჟურნალი „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ ვარაუდობს, რომ ხერესის ტესტების დროს, „ფერარიმ“ საკუთარ ბოლიდ F14-T-ს ნამდვილი შესაძლებლობები შეგნებულად არ გამოავლინა. გამოცემის რეპორტიორ მიხაელ შმიდტს არ აქვს პასუხი კითხვაზე, თუ რისთვის შეიძლებოდა მარანელოელებს ეს დასჭირვებოდათ, თუმცა ასეთი ვარაუდის ხმამაღლა გამოთქმის უფლება საკუთარ თავს მას შემდეგ მისცა, რაც ხერესული ტესტების დროებს და სიჩქარის მონაცემებს გაეცნო.
ხერესში ვარჯიშების დროს, ყველაზე მაღალი სიჩქარე „ფელიპე მასას ჰქონდა. პიტლეინის სწორზე მისმა „უილიამსმა“ 286 კმ/სთ სიჩქარე აკრიფა, ყველაზე სწრაფ მონაკვეთზე კი მისმა სიჩქარემ 307 კმ/სთ-ს მიაღწია. შედარებისთვის, კიმი რაიკონენის სიჩქარე შესაბამის მონაკვეთებზე იყო 268 და 289 კმ/სთ.
უფრო მეტიც, „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ იტყობინება, რომ ხერესის ტესტების ხუთი ყველაზე სწრაფი მანქანა „მერსედესის“ ძრავით იყო აღჭურვილი. შმიდტი ვარაუდობს, რომ ხერესში მარანელოელებმა არ ისურვეს საკუთარი ახალი ტურბო ძრავის სრულად დატვირთვა და აქცენტი აეროდინამიკის მახასიათებლების დახვეწაზე გადაიტანეს.
მაგრამ „მერსედესის“ დირექტორ ნიკი ლაუდას არ ესმის, რა საჭიროა შეგნებულად სიჩქარის შემცირება - ამას არაფრის მოცემა არ შეუძლია. „ჩვენ ლიმიტის გარეშე ვივარჯიშეთ. ნელ ტემპში ტესტები საინტერესო ინფორმაციის მოპოვების საშუალებას არ იძლევა და ამიტომ, არ მესმის, ეს რა საჭირო შეიძლება იყოს“, - ამბობს ლაუდა...

No comments:

Post a Comment