Wednesday, February 5, 2014

„ჰონდა“ „მაკლარენის“ ტიტულოვანი სპონსორიც იქნება

Honda to fill financial void at McLaren – report
5 თებერვალი
პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ „მაკლარენის“ ტიტულოვანი სპონსორიც „ჰონდა“ გახდება. იაპონური კომპანიის ლოგოებს, MP4-29-ის ტანზე იმ ადგილებში დააწერენ, სადაც პრეზენტაციისა და პირველი ტესტების დროს, მანქანის სახელი ეწერა. ამასთან, გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მათი პარტნიორობა ამ სეზონიდანვე დაიწყება.
ხერესის ტესტების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპიუტერული თამაშების მწარმოებელი გიგანტი „სონი პლეისტეიშნი“, სპონსორობაზე „ლოტუსთან“ და „მაკლარენთან“ აწარმოებდა მოლაპარაკებას. ამასთან, უოკინგელებს უფრო მეტი თანხა ჰქონდათ მოთხოვნილი.
გერმანულ ჟურნალ „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ ავტორიტეტული რეპორტიორი მიხაელ შმიდტი ირწმუნება, რომ სპონსორობის მაღალი ფასის გამო, „მაკლარენმა“ უარი მიიღო და სავარაუდოდ, ბაჰრეინში „ლოტუსს“ სწორედ „სონი პლეისტეიშნის“ რეკლამებით აჭრელებულს ვიხილავთ.
თუმცა, უოკინგელებს ამით ბევრი არაფერი წაუგიათ, რადგან მათ უკვე შეგულიანებული ჰყავდათ ახალი ტიტულოვანი სპონსორი - „ჰონდა“. უფრო მეტიც, შმიდტი ირწმუნება, რომ იაპონური საავტომობილო კომპანია გუნდს წლიურად 100 მილიონი ევროთი გააძლიერებს. ამასთან, სასპონსორო პაკეტი ძრავების უფასოდ მიწოდებას ითვალისწინებს. სასპონსორო თანხიდან 50 მილიონს „მაკლარენი“ ნაღდი ფულის (ქეშ) სახით მიიღებს და პილოტების ხელფასის ნახევარს გადაიხდის.
რაც მთავარია, მათი ფინანსური პარტნიორობა ამ სეზონიდან დაიწყება, შემდეგ სეზონში კი „მაკლარენი“ უკვე „ჰონდას“ ძრავებითაც აღიჭურვება.

No comments:

Post a Comment