Wednesday, February 12, 2014

კიდევ ერთი ახალი „მაკლარენი“ – 650S

New McLaren 650S to Debut in Geneva, Slots Between 12C and P1
12 თებერვალი
ფოტოზე მცირე დეტალია გამოსახული იმ ავტომობილისა, რომელსაც მალე „მაკლარენი“ გაგვაცნობს. ეს ჟენევის მოტორ შოუზე მოხდება. ეს იქნება უოკინგელთა მესამე ავტომობილი და მისი სახელია 650S. კომპანიის გამაში ის 12C-სა და P1-ს შორის არსებულ ნიშას შეავსებს.
კომპანიის განცხადებით, ახალი ავტომობილის შემუშავებისას, მისმა ინჟინრებმა, პირველი ორი ავტომობილის შექმნისა და დახვეწისას მიღებული გამოცდილება გამოიყენეს. ამასთან, უკვე სრულად გაყიდული P1-ის სტილთან მსგავსებაც თვალსაჩინო იქნება.
ამ ეტაპზე, „მაკლარენი“ ახალი ავტომობილის შესახებ სხვა ინფორმაციას არ ავრცელებს. სახელზე შეიძლება ვარაუდი, რომ მასში რიცხვი ძრავის ცხენის ძალების რაოდენობას აღნიშნავს. ძრავი კი, როგორც წინა ორ ავტომობილზე, ისევ ის კარგად ნაცადი 3.8-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 იქნება.
ახალი ავტომობილით, „მაკლარენი“ კონკურენციას „ფერარი 458 სპეჩალეს“ გაუწევს. ამასთან, ბრიტანული კომპანია უკვე მუშაობს კიდევ ერთ - ყველაზე ხელმისაწვდომ ავტომობილზე, რომელსაც P13-ად მოიხსენიებენ.

No comments:

Post a Comment