Saturday, January 11, 2014

„V-სპეციფიკეიშნ“ – „როლს-როის გოსტის“ ექსკლუზიური ვარიანტი

Rolls-Royce Officially Reveals Built to Order Ghost V-Specification
11 იანვარი
„როლს-როისმა“ თავის პოტენციურ მყიდველს შეატყობინა, რომ მოდლ „გოსტის“ სპეციალურ ვერსია „V-სპეციფიკეიშნს“ გამოუშვებს. ოღონდ, ეს ავტომობილი მხოლოდ ნახევარი წლით იქნება ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა, ეს ავტომობილი სტანდარტულ „გოსტზე“ ძვირი ეღირება, რის სანაცვლოდაც, მყიდველი მომატებული ცხენის ძალების გარდა, ექსკლუზიურად შესრულებულ, სუპერ-ლუქს კლასის (როლს-როისის ტერმინია) ავტომობილსაც მიიღებს.
„გოსტ V-სპეციფიკეიშნი“ იმავე 6.6-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომლითაც სტანდარტული „გოსტი“. ოღონდ, სიმძლავრე 601 ცხენის ძალაა (30 ცხ.ძ-ით გაიზარდა), რაც ავტომობილს ადგილიდან ასამდე 4.7 წამში აჩქარებს. ეს კი წამის მეათედით ნაკლებია სტანდარტული „გოსტის“ აჩქარების დროზე. ამასთან, უფრო ნაკლებ საწვავსაც მოიხმარს - 100 კილომეტრზე 13.6 ლიტრს (გოსტს 14.1 ლიტრი სჭირდება). გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი ყოველ კილომეტრზე 327 გრამია (გოსტის შემთხვევაში 329 გრამი).
„V-სპეციფიკეიშნს“ გარეგნულად ინდივიდუალიზებული ელემენტებიც გამოარჩევს. მაგალითად, მისთვის სპეციალურად შერჩეული ხუთი ახალი ფერი, 21-დუიმიანი ბორბლები, ხელით შეღებილი სავარძლები, ქრომირებული გამონაბოლქვები და სალონში რამდენიმე ადგილას გაკეთებული წარწერები „V-სპეციფიკეიშნ“. სალონში ასევე სიახლეა სპეციალური დიზაინის მქონე საათი, რომელსაც შავი გვირგვინი ამშვენებს.
„როლს-როისის“ მთავარი აღმასრულებელი ტორსტენ მიულერ-ოტვოსი ამბობს, რომ ეს „გოსტის“ ბოლო სპეც-ვერსიაა ამ ავტომობილის პირველი განახლების წინ. განახლება წელსაა მოსალოდნელი. რაც შეეხება მოდიფიკაცია „V-სპეციფიკეიშნის“ ფასს, გერმანიაში დილერი მყიდველს ასეთ ავტომობილს 330 820 ევროს საფასურად სთავაზობს.

No comments:

Post a Comment