Friday, January 24, 2014

„ლოტუს E22“ ორკაპა ცხვირით

Lotus releases first image of its 2014 Formula 1 car
24 იანვარი
„ლოტუსმა“ თავისი ახალი სარბოლი ავტომობილის, E22-ის პირველი ფოტოები გამოაქვეყნა. ბრიტანული გუნდი ხერესის ტესტებს ტოვებს, თუმცა მანქანა უკვე მზადაა და მხოლოდ მცირე სამუშაოებიღა დარჩა შესასრულებელი. რაც მთავარია, მას არ აქვს ისეთი ცხვირი, როგორებიც სხვა საჯინიბოების (მაკლარენის და უილიამსის) მანქანებზე ვნახეთ.
E22-ის ცხვირი ორკაპაა, მის შუა ნაწილში სიცარიელეა, რისი დანიშნულებაც ისაა, რომ ჰაერის ნაკადი მანქანის ძირისკენ მიმართოს. პირველი შთაბეჭდილებით შეიძლება ითქვას, რომ „ლოტუსის“ აეროდინამიკოსებმა (ჯერჯერობით) ყველაზე ორიგინალური გადაწყვეტილებით სცადეს ახალი რეგლამენტის მოთხოვნის შესრულება და ფაქტობრივად, მანქანის ცხვირი არ დასწიეს.
მაგრამ ამის მიუხედავად, მათ ვერც ვერავინ შეედავება, რადგან ეს ორი კაპი, ფაქტობრივად ჩართულია უსაფრთხოების იმ სტრუქტურაში, რომელსაც შეჯახებისას, დარტყმის ენერგიის ნაწილის შთანთქმა ევალება. იმავდროულად, ეს ორი „წვერი“, ვერტიკალური ფირფიტების დანიშნულებასაც ასრულებს, რომლებზეც წინა ანტი ფრთები მაგრდება.
საინტერესოა, რომ ასეთი ორკაპა ცხვირი ძლიერ ჰგავს 2004 წლის „უილიამს FW26-ის“ ცხვირს. მაშინ ბრიტანულ გუნდს ეს არანაირი აკრძალვის გამო არ გაუკეთებია. ოღონდ, მის ორკაპა ცხვირს, სწორედ ვერტიკალური ფირფიტები (ჰაერის ნაკადის სტაბილიზატორები) აყალიბებდა და მათ ეგრეთ წოდებული ქრეშ აბსორბერის (შეჯახების ენერგიის შთანმთქმელის) დანიშნულება არ ჰქონია.

No comments:

Post a Comment