Thursday, January 9, 2014

ედი ირვაინს ექვსი თვე მიუსაჯეს

Ex-Ferrari Formula 1 driver Eddie Irvine sentenced over brawl
9 იანვარი
ფორმულა ერთის ყოფილ მრბოლს, 48 წლის ედი ირვაინს ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ეს სასჯელი მან მილანის ღამის ბარ „ჰოლივუდში“, 2008 წელს მომხდარი ჩხუბის გამო დაიმსახურა. როგორც გამოძებამ აჩვენა, მიხაელ შუმახერის ყოფილმა თანაგუნდელმა ბარში მილანის ყოფილი მერის შვილს, გაბრიელე მორატის სცემა.
სასამართლოს დროს, ირვინიც და მორატიც ერთმანეთს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ჩხუბისას დამტვრეული შუშა გამოიყენეს. საბოლოოდ კი მოსამართლემ ორივეს „დაუჯერა“ და მორატიც დასაჯა. თუმცა სავარაუდოდ, ციხეში არცერთი მათგანი არ ჩაჯდება და ორივეს საბოლოოდ პირობით სასჯელს დაუტოვებენ.
ირვაინი ფ1-ის მრბოლი 1993-2002 წლებში იყო და სულ ოთხი რბოლა აქვს მოგებული. ოთხივე გამარჯვება მან „ფერარის“ ბოლიდით, 1999 წელს მოიპოვა, როცა სილვერსტოუნზე მიღებული ტრავმის გამო, სეზონს მეორე ნახევრიდან შუმახერი გამოეთიშა. იმავე სეზონში მას ჩემპიონობის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ, მიკა ჰაკინნთან პაექრობაში დამარცხდა.

No comments:

Post a Comment