Tuesday, January 21, 2014

სრულიად ახალი „ჰიუნდაი ჯენეზისის“ პრემიერა დეტროიტში

All-New 2015 Hyundai Genesis Lands in Detroit
21 იანვარი
კორეაში დებიუტის შემდეგ, უახლესი „ჰიუნდაი ჯენეზისი“, რომლითაც კორეული კომპანია პრემიუმ სეგმენტში მეორე ნაბიჯს გადადგამს, დეტროიტის მოტორ შოუზეც წარსდგა. ეს უკანა ამძრავიანი ავტომობილი არის „ჰიუნდაის“ პირველი მოდელი, რომელიც ახალ კორპორატიულ სტილ „თხიერ სკულპტურა 2.0-შია“ შესრულებული.
სააღმასრულებლო სედანის გარეგნობაში ყველაზე დამახასიათებელი შტრიხი, მისი რადიატორის მოყვანილობაა, ასევე დინამიკური ხაზები, რომლებიც რადიატორის ზედა კიდეებიდან იწყება და ავტომობილს მთელ სიგრძეზე გასდევს და სპორტულ სტილში შესრულებული უკანა ნაწილი.
ახალი „ჯენეზისის“ გაბარიტებია: სიგრძე 4 990 მილიმეტრი, სიგანე 1 890 მილიმეტრი, სიმაღლე 1 480 მილიმეტრი. ამგვარად, ის წინამორბედზე 4 მილიმეტრით გრძელი და 5 მილიმეტრით მაღალია. ბორბლებს შორის ბაზა 75 მილიმეტრით, 3 010 მილიმეტრამდე არის გაზრდილი, რამაც სალონის მოცულობის გაზრდაც გამოიწვია.
„ჰიუნდაი“ მყიდველს ახალ „ჯენეზისს“ ბენზინის ორი ძრავით შესთავაზებს. მათგან ერთია 3.8-ლიტრიანი V6, მეორე კი - 5.0-ლიტრიანი V8. ორივე ძრავს მოდერნიზაცია ჩაუტარდა, რისი წყალობითაც, ძველ ვერსიებთან შედარებით, მცირე და საშუალო ბრუნვებზე მეტ მაბტუნ მომენტს გამოიმუშავებენ. ამასთან, ორივე გაზრდილი სიმძლავრით და საწვავის ეკონომიური ხარჯით გამოირჩევა.
V6 ძრავი 311 ცხენის ძალას (6 000 ბრ/წთ-ზე) და 397 ნიუტონმეტრს (5 000 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. რა თქმა უნდა, V8 ძრავი უფრო მძლავრია - ის 420 ცხენის ძალას (6 000 ბრ/წთ-ზე) და 519 ნიუტონმეტრს (იმავე ბრუნვებზე) იძლევა. ორივე ძრავთან 8-საფეხურიანი ავტომტური ტრანსმისიაა დაკავშირებული. უფრო მძლავრი ძრავით აღჭურვილ „ჯენეზისს“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 5.4 წამში შეუძლია.
კორეული კომპანია მყიდველს პირველად შესთავაზებს სრულამძრავიან სისტემას (HTRAC AWD) შესთავაზებს. ამასთან, ავტომობილი აღჭურვილია უკანა მრავალბერკეტიანი დაკიდების სისტემით. გარდა ამისა, სალონის ეკიპირებაში შევა ჰაერში ნახშირორჟანგის დონის მაკონტროლებელი სენსორი, სისტემა „გუგლ გლასს“, „გუგლისავე“ ტექნოლოგია „ბლიუ ლინკი“, ასევე უსაფრთხოების სისტემები, როგორიცაა საგანგებო ავტომატური დამუხრუჭების (AEB), უხილავი არეების დაფიქსირების და კრუიზ კონტროლის საზრიანი სისტემები.
„ჰიუნდაი“ ახალ „ჯენეზისს“ თავის ულსანის (სამხრეთ კორეა) ქარხანაში გამოუშვებს.

No comments:

Post a Comment