Saturday, January 4, 2014

„ნისანმა“ კონცეპტუალური სპორტული სედანის ფოტო ტიზერი გამოაქვეყნა

Nissan Teases New Sports Sedan Concept; Looks a Lot Like Our 2015 Maxima Study
4 იანვარი
დეტროიტის საერთაშორისო ავტო შოუზე, „ნისანი“ ახალ კონცეპტუალურ სპორტულ სედანს წარადგენს, რომელსაც იაპონური კომპანია ჯერჯერობით „სპორტს სედან კონცეპტად“ მოიხსენიებს. უკვე გავრცელფდა მისი ფოტო ტიზერი, თუმცა ავტომობილის აღჭურვილობისა და მახასიათებლების შესახებ „ნისანი“ ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებს.
არსებობს ვარაუდი, რომ ეს უნდა იყოს „ნისან მაქსიმას“ წინამორბედი. ამ კონცეპტის შესახებ „ნისანმა“ ჯერ კიდევ ზაფხულში, კალიფორნიაში ჩატარებულ შოუ „ნისან 360-ზე“ გვაუწყა, თუმცა დეტალები არც მაშინ გახმაურებულა.
ტიზერთან ერთად გამოქვეყნებულ მოკლე განმარტებაში ნათქვამია, რომ ეს ავტომობილი, მომავალი სპორტული სედანის გარეგნობაზე პირველად წარმოდგენას შეგვიქმნის. ის ახალ, „ენერგეტიკული დიზაინის“ სტილშია შესრულებული, რომელიც სედანებში სპორტული ავტომობილის ხასიათის ინტეგრაციას ითვალისწინებს და ამგვარად, „ნისანის“ ცნობილ მიდგომას აგრძელებს.
„სპორტს სედან კონცეპტის“ გარდა, დეტროიტის შოუზე, იაპონური კომპანიის სტენდზე ასევე შესაძლებელი იქნება ორი კონცეპტუალური მომცრო კუპეს - „Idx ფრიფლოუს“ და „Idx ნისმოს“ ხილვა. ამათგან პირველი „ნისანმა“ ახლახანს ტოიკიოს მოტორ შოუზე წარადგინა.

No comments:

Post a Comment