Monday, January 6, 2014

„მაზდას“ დიზელის სარბოლი პროტოტიპი არა ლე მანისთვის

Mazda Shares Details on 2014 USCC Diesel Racing Prototype
6 იანვარი
„მაზდამ“ დიზელის ძრავით აღჭურვილი თავისი სარბოლი პროტოტიპის შესახებ მცირე ინფორმაცია გამოაქვეყნა. ეს ავტომობილი ლე მანის ამერიკული ანალოგის, USCC-სთვის (იუნაიტედ სპორტს ქარ ჩემპიონშიპ) არის შექმნილი და პირველად ორიოდ კვირაში, დეიტონას 24-საათიან რბოლაში იასპარეზებს.
სარბოლი პროტოტიპი, სერია „სკაიექტივ-D ქლეან დიზელის“ 2.2-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 450 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 790 ნიუტონმეტრი. რა თქმა უნდა, ძრავი ბაზაშია განლაგებული, მასთან კი შეწყვილებულია 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი „Xტრეკია“ შეწყვილებული. მისი საფეხურების ცვლა, საჭის რგოლზე მოთავსებული ბერკეტებით ხდება.
სარბოლი პროტოტიპის კოკპიტი კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული, რისი წყალობითაც, ბოლიდი (პილოტის და საწვავის გარეშე) მხოლოდ 900 კილოგრამს იწონის. დეიტონის შესაბამისი აეროდინამიკური პაკეტით აღჭურვილი პროტოტიპი მაქსიმუმ 300 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.
დეიტონას 24-საათიან რბოლაში, ისევე როგორც „ტუდორ“ USCC-ს ჩემპიონატში, „მაზდა“ ორ ეკიპაჟს გამოიყვანს, რომელთა ნომრებიც იქნება N70 და N07. პირველით კანადელი სილვენ ტრემბლი და ამერიკელი ტომ ლონგი იასპარეზებენ, მეორის საჭეს კი ამერიკელი ჯოილ მილერი და ამერიკელი ტრისტან ნუნიესი მიუჯდებიან.

No comments:

Post a Comment