Thursday, January 16, 2014

ჩემპიონების მანქანას ხერესში ვნახავთ

Red Bull to launch 2014 car, the RB10, in pitlane on first morning of Jerez test
16 იანვარი
ფორმულა ერთის კონსტრუქტორთა თასის ოთხგზის მფლობელი, ავსტრიული „რედ ბულ რეისინგი“ ახალ სეზონის ხერესის ტესტებით დაიწყებს. წითელი ხარები თავიანთ ახალ სარბოლო ავტომობილს, RB10-ს ტესტების პირველ დილას, პადოკში წარადგენენ.
ამგვარად, ეს მესამე გუნდია, რომელმაც ახალი ბოლიდის საპრეზენტაციოდ, ხერესის ტესტების პირველი დღე აარჩია. „რედ ბულის“ გარდა, იქ პირველად ასევე „მერსედესის“ და „კატერჰემის“ მანქანებს ვიხილავთ. ამ ეტაპზე, ცნობილია კიდევ ორი გუნდის პრეზენტაციების თარიღები - ახალი სეზონის მანქანას პირველი „მაკლარენი“ გვიჩვენებს 24 იანვარს, მომდევნო დღეს კი თავის ბედაურს „ფერარიც“ გაგვაცნობს. ორივე პრეზენტაცია ინტერნეტით, ონლაინ რეჟიმში გაიმართება.
ასევე ცნობილია, რომ ხერესის ტესტებს „ლოტუსი“ გამოტოვებს, რომელიც თავის მანქანას ბაჰრეინის ტესტების დაწყებამდე გაგვაცნობს. ოღონდ ზუსტად როდის, ეს ჯერჯერობით უცნობია. სხვა გუნდებისგან ჯერჯერობით არაფერი ისმის.
იმ ფოტოს მიხედვით, რომელიც „რედ ბულმა“ თავის ანონსს დაურთო, მისი მანქანის გარეგნობის შესახებ ვარაუდების გაკეთება შეიძლება. მართალია, RB10 საბურველს ქვეშაა, მაგრამ ნაჭერი ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ მანქანას ცხვირი მკვეთრად დაბლა აქვს დაწეული, ფრთის ცენტრალური ნაწილი კი მის ზემოთაა მოთავსებული...

No comments:

Post a Comment