Monday, January 27, 2014

„ფორდი“ ახალ „მუსტანგზე“ შეკვეთების მიღებას მაისში დაიწყებს

2015 Ford Mustang preorders to start in May, production in August - report
27 იანვარი
ინტერნეტ გამოცემა „მუსტანგ 6G-ს“ (ის სპეციალურად, მე-6 თაობის „მუსტანგს“ ეძღვნება) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალ „მუსტანგზე“ შეკვეთების მიღებას „ფორდი“ მაისში დაიწყებს. ავტომობილის წარმოება აგვისტოში დაიწყება, მის მიწოდებას კი მოგვიანებით შეუდგებიან.
ეს ინფორმაცია „მუსტანგ 6G-მ“ ამ ავტომობილის სადისტრიბუციო ბიულეტენიდან მიიღო. მასში კონკრეტულად მითითებულია, რომ ახალ ავტომობილზე შეკვეთების მიღება 13 მაისს დაიწყება, წარმოების განრიგს 12 ივნისს დააზუსტებენ, 20 ივნისს ძველი „მუსტანგის“ წარმოება შეწყდება.
რაც შეეხება წარმოების დაწყებას, ავტომობილი, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ პირველად 5 დეკემბერს გვიჩვენა, კონვეიერზე 11 აგვისტოს დადგება, მიწოდებას კი წლის მიწურულს დაიწყებენ. მყიდველს კუპესა და კაბრიოლეტის ძარებით შესრულებული „მუსტანგების“ შეძენის საშუალება ექნება.
გარდა ამისა, მყიდველს არჩევანის გაკეთების საშუალება ასევე სამ ძრავს შორის ექნება. ესენია 3.7-ლიტრიანი V6 300 ცხენის ძალით, ოთხცილინდრიანი 2.3-ლიტრიანი ეკობუსტი 305 ცხენის ძალით და 5.0-ლიტრიანი V8, 420 ცხენის ძალით. ამ უკანასკნელით GT ვერსია აღიჭურვება.

No comments:

Post a Comment