Thursday, January 30, 2014

ჩემპიონებმა ტესტები პრობლემებით დაიწყეს

Red Bull were struggling again on Thursday when their car broke down on track
30 იანვარი
ხერესის ტესტები პრობლემებით დატვირთული გამოდგა ჩემპიონი „რედ ბულისა“ და მისი პარტნიორი „რენოსთვის“. ჯერ იყო და, ორი დღე ტრეკზე ტყუილად დაჰყო მსოფლიო ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა (ორ დღეში მხოლოდ 11 წრის გავლა შეძლო), რომელმაც თავისი სავარჯიშო პერიოდის გასვლისთანავე, უკომენტაროდ დატოვა ტრეკი. და არც მის ახალ თანაგუნდელ დანიელ რიკიარდოს გაუმართლა, რომელიც პირველივე წრეზე გაჩერდა...
საერთოდაც, რიკიარდოს ტრასაზე გამოსვლა სამი საათით დაგვიანდა, რადგან გუნდი ტექნიკურ პრობლემებს აგვარებდა. მათგან ყველაზე მთავარი, ენერგიის აღდგენის სისტემის ელემენტების ბლოკის მწყობრიდან გამოსვლა აღმოჩნდა. თითქოს, პრობლემის აღმოფხვრა მოხერხდა, მაგრამ ტრასაზე გამოსულმა ავსტრალიელმა სულ რამდენიმე მოსახვევის გავლა მოასწრო და მერვემდე ვერც მიაღწია.
რიკიარდომ ერთი საათის შემდეგ კვლავ გამოიხედა ტრასაზე, მაგრამ მხოლოდ ორი წრე გაიარა და ისევ გაჩერდა. ამჯერად გაჩერების მიზეზი გაუხმაურებელი დარჩა. ამასობაში კი მეტოქეებმა ათეულობით წრის გავლა მოასწრეს. მაგალითად, „მერსედესის“ ანგარიშზე უკვე 160 წრეა, „ფერარისაზე“ კი - 104. ორივემ არაერთი აეროდინამიკური კონფიგურაციის გამოცდაც მოასწრო და წვიმის საბურავებისაც, რასაც „პირელი“ დიდი მონდომებით ეშურებოდა და ამისათვის, ტესტების მეორე დღეს ტრეკი მოარწყვევინა კიდეც.

No comments:

Post a Comment