Thursday, January 23, 2014

„მაკლარენს“ ჯერ ტიტულოვანი სპონსორი არ ჰყავს

Motor racing-McLaren will not have new title sponsor for car launch
23 იანვარი
„მაკლარენის“ ფორმულა ერთის საჯინიბოს ჯერაც არ ჰყავს ტიტულოვანი სპონსორი, რომელიც სატელეკომუნიკაციო გიგანტ „ვოდაფოუნს“ ჩაანაცვლებს. უოკინგელებს მოლაპარაკება რამდენიმე პოტენციურ პარტნიორთან აქვთ, თუმცა ჯერ ვერ ამბობენ, ეს მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება, თუ - არა.
როგორც ცნობილია, „ვოდაფოუნმა“ აღარ ისურვა კონტრაქტის გაგრძელება. მის შემცვლელად კი მიმომხილველები მექსიკურ ტელეგიგანტ „ტელმექსს“ და საპარსების მწარმოებელ „ჯილეტს“ ასახელებდნენ. თუმცა გუნდიდან მექსიკელი სერხიო პერესის გაშვების შემდეგ, რომელსაც პროტეჟირებას სწორედ „ტელმექსი“ უწევს, ამ უკანასკნელთან გარიგება გამოირიცხა.
„მაკლარენი“ არ აკონკრეტებს, თუ ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ამასთან, მისი ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ საკმარისი სასპონსორო პაკეტი აქვს იმისათვის, რომ „ვოდაფოუნის“ წასვლა აინაზღაუროს. გავრცელებული ინფორმაციით, ტიტულოვანი სპონსორის დაკარგვა, გუნდს 75 მილიონი დოლარი დაუჯდა.
„სიამოვნებით ვაცხადებ, რომ „მაკლარენ რეისინგს“ იმაზე გაცილებით მეტი საოპერაციო ბიუჯეტი აქვს, რაც კი ოდესმე ჰქონია“, - ჟურნლ „პიტპას-თან“ საუბრისას ამბობს „მაკლარენის“ მმართველი დირექტორი ჯონათან ნილი. მისი თქმით, სპონსორთა შორის რჩებიან ტანსაცმლის მწარმოებელი „უგო ბოსი“ და საბანკო ჯგუფი „სანტანდერი“.
რაც შეეხება „მაკლარენის“ მფლობელებს, მისი აქციების საკონტროლო პაკეტს ბაჰრეინული საინვესტიციო ჯგუფი „მუმთალაქათი“, საუდელი ბიზნესმენი მანსურ ოიეხი და კომპანიის მთავარი აღმასრულებელი რონ დენისი ფლობენ. ამათგან ოიეხი დენისის ძველი პარტნიორია, თუმცა გუნდის მმართველობაში უშუალოდ არასდროს ჩარეულა.

No comments:

Post a Comment