Sunday, January 19, 2014

ახალი „მუსტანგის“ პირველი ეგზემპლარი აუქციონზე გაიყიდა

First Production 2015 Ford Mustang Raises $300,000 for Charity
19 იანვარი
ქალაქ სკოტსდეილში (შტატი არიზონა) გამართულ ბარეტ-ჯეკსონის აუქციონზე, 300 000 დოლარად გაიყიდა ახალი „ფორდ მუსტანგის“ პირველი სერიული ეგზემპლარი. გაყიდული ავტომობილია „მუსტანგის“ ვერსია GT, რომელიც 5.0-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 420 ცხენის ძალას და 537 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს.
ახალი ავტომობილის პირველი ეგზემპლარის აუქციონზე გაყიდვა, ამერიკელ ავტომწარმოებლებს და მათ შორის „ფორდსაც“, ტრადიციად აქვთ. როგორც წესი, გაყიდვიდან მიღებული თანხა საქველმოქმედო მიზნებს ხმარდება. ამ საქმეში ცისფერი ოვალის პარტნიორია „ჯუვენალ დაიაბეტის რისერჩ ფაუნდეიშნ“, რომელიც პირველი ტიპის დიაბეტის კვლევებს აფინანსებს.
მართალია, აუქციონზე გატანილი ავტომობილი ლურჯი ფერისაა, მაგრამ მყიდველს შეუძია შეუკვეთოს არამხოლოდ მისთვის სასურველი ფერი, არამედ ინტერიერის და ექსტერიერის ნებისმიერი ვარიანტი, ასევე მექანიკური, ან ავტომატური გადაცემათა კოლოფი. მისი ავტომობილიც მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებს კონვეიერს.
ახალი „მუსტანგი“, რომელიც წინამორბედისგან რადიკალურად განსხვავებული ავტომობილია და პირველად გახდება გლობალური მოდელი, „ფორდის“ შოურუმებში წლის მეოთხე კვარტალში გამოჩნდება.

No comments:

Post a Comment