Friday, January 10, 2014

ტრაგედია დაკარზე

Rider Eric Palante found dead on Dakar Rally
10 იანვარი
დაკარის რბოლაზე ტრაგედია მოხდა. მეხუთე ეტაპის 143-ე კილომეტრზე, 50 წლის ბელგიელი ერიკ პალანტე დაიღუპა. რბოლის ორგანიზატორებმა არ იციან დაკარის ვეტერანის დაღუპვის მიზეზი. ცნობილია, რომ პალენტე, ვინც ხუთი შვილის მამაა, მე-11 დაკარზე ასპარეზობდა. ის 27-ე მრბოლია, ვინც დაკარის ისტორიაში, ამ რალი მარათონზე დაღუპულა.
და დაკარის მსხვერპლთა რიცხვი ამით არ შემოიფარგლება. სამწუხაროდ, მიმდინარე რბოლისას ასევე ორი ფოტორეპორტიორი და ერთი მაყურებელია დაღუპული. სამივე მათგანი რბოლის მარშრუტზე გადაადგილებისას დაიღუპა. ამასთან, რეპორტიორების მანქანა ხრამში, 100 მეტრის სიღრმეში გადავარდა. მაყურებელი, კი რომელიც 70 წლის იყო, გულის შეტევით დაიღუპა. ის მოტოციკლით გადაადგილდებოდა, როცა შეტევა მოუვიდა.
დაღუპული რეპორტიორები დანიელ დიამბროზიო და აგუსტინ მინა. ისინი 47 და 19 წლისანი იყვნენ. აღსანიშნავია, რომ მათს მანქანაში კიდვ ორი ფოტო რეპორტიორი იმყოფებოდა, მაგრამ ისინი გადარჩნენ და მაშინვე ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ბედად, მათს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. წინ მსხდომნი კი ადგილზევე დაღუპულან. ამგვარად, დაკარის რბოლისას დაღუპული ადამიანების საერთო რიცხვი 62-მდე გაიზარდა. რბოლის მონწილეების გარდა, დაკარმა ჟურნლისტების, მაყურებლების და ორგანიზატორების სიცოცხლეებიც იმსხვერპლა. მათ შორისაა დაკარის რბოლის სულის ჩამდგმელი ტიერი საბინი.

ამასობაში კი რბოლაში ლიდერი შეიცვალა. რალიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ესპანელ კარლოს საინსს მეხუთე ეტაპისას პრობლემები შეექმნა - ჯერ ნავიგაციაში დაუშვა შეცდომები, შემდეგ კი ელექტრონიკა გაჭირვეულდა. ამ ყველაფრის გამო, საინსმა საათზე მეტი დაკარგა და პირველიდან მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. მაგრამ ამის შემდეგ, გზაზე ერთ-ერთ საკონტროლო პუნქტს ასცდა, რის გამოც ერთი საათით დაჯარიმდა და საბოლოოდ, მერვემდე ჩამოქვეითდა.
პრობლემები შეექმნა კატარელ ნასერ ალ-ატიასაც, რომელმაც ასევე ერთ-ერთი საკონტროლო პუნქტი გამოტოვა და საინსის მსგავსად, ერთსაათიანი ჯარიმა დაიმსახურა. ამის გამო, მეხუთემდე ჩამოქვეითდა. ლიდერი კი ესპანელი ნანი რომა (ფოტოზე, ასპარეზობისას) გახდა, ვინც ალ-ატიას თითქმის საათნახევარს უგებს, საინსს კი - ორ საათზე მეტს.

No comments:

Post a Comment