Sunday, January 26, 2014

„ჰიუნდაის“ მოგება 15 პროცენტით გაიზარდა

Hyundai Q4 profits gain 15%, but results fall short
26 იანვარი
„ჰიუნდაიმ“ გამოაცხადა, რომ მეოთხე კვარტალში მისი მოგება 15 პროცენტით, 2.06 ტრილიონ ვონამდე (1.9 მილიარდ დოლარამდე) გაიზარდა. თუმცა ამის მიუხედავად, ეს შედეგი მაინც ვერ მისწვდა ანალიტიკოსთა პროგნოზს. ამასთან, კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჩუნ მონ კოო ამბობს, რომ წელს გაყიდვების ზრდის ტემპის შენელებაა მოსალოდნელი, რასაც კონკურენციის ზრდა და ძლიერი ვონი განაპირობებს.
19 ანალიტიკოსის მიერ შედგენილი პროგნოზით, სუფთა მოგება 2.22 ტრილიონი ვონი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ზემოთ დასახელებული მიზეზების გამო, ექსპორტზე მოგება შემცირდა. გარდა ამისა, ამერიკის ბაზარზე, კომპანიას უმნიშვნელო წუნის გამო, ავტომობილების სარემონტოდ გახმობა დასჭირდა, რის გამოც, ამერიკული შტოს ტექნოლოგიური განყოფილების შეფი შეიცვალა.
„მყარი ვონი კომპანიის მთავარი პრობლემაა, თუმცა ამის მიუხედავად, „ჰიუნდაი“ მაინც ახერხებს მოგების მაღალი მარჟის (9.5 პროცენტი) შენარჩუნებას. ამის საშუალებას კი ბაზარზე უახლესი და ძალიან მაღალი ხარისხის მქონე მოდელების გამოშვება იძლევა“, - ამბობს კომპანია „KB ინვესტმენტ ენდ სეკურიტის“ ანალიტიკოსი შინ ჩუნ კვანი.
ეს ფაქტორი მალე კიდევ უფრო გამყარდება მას შემდეგ, რაც ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე, განახლებული სედანი „სონატა“ (ფოტოზე) და უახლესი პრემიუმ სედანი „ჯენეზისი“ გამოვა. კორეული კომპანია გეგმავს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით წელს გაყიდვები 4 პროცენტით, 4.9 მილიონ ავტომობილამდე გაზარდოს. და მაინც, როგორც სააგენტო ბლუმბერგი იუწყება, ბოლო რვა წელიწადში ეს გაყიდვების ყველაზე მცირე ტემპით ზრდა იქნება.

No comments:

Post a Comment