Sainz hopes son on road to F1
25 დეკემბერი
არაა გამორიცხული, რომ მალე „ტორო როსოს“ ერთ-ერთი
მანქანის საჭეს კარლოს საინს უმცროსი მიუჯდეს. გასული სეზონის ბოლოს, დანიელ
რიკიარდო „რედ ბულმა“ მარკ ვებერის ადგილზე წაიყვანა, იტალიურ გუნდში კი, რომელიც წითელი
ხარების ფარმ გუნდია და მისთვის მომავალ ვარსკვლავებს ამზადებს (სებასტიან ფეტელიც
მათ შორისაა), ყველას გასაკვირად, პორტუგალიელი ანტონიო ფელიქს და კოსტას ნაცვლად,
რუსი თინეიჯერი დანიილ კვიატი მიიწვიეს. და კოსტას კი ტესტ პილოტის როლი ერგო.